среда, 15 апреля 2015 г.

"ფსიქოაქტიური ნივთიერებები"

 
06.04.2015 წელს მე-10 კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში (მასწავლებელი მანანა ბერიკაშვილი) თემაზე: „ფსიქოაქტიური ნივთიერებები“-ნერვულ სისტემაზე მოქმედი ნივთიერებები, სტიმულატორები, დეპრესანტები, ნარკოტიკები, ჰალუცინოგენები.
გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლეები გაერკვნენ
პათოლოგიური დამოკიდებულების არსში, გააცნობიერონ, რას ნიშნავს იყო დამოკიდებული, რა პრობლემებს უქმნის ადამიანს პათოლოგიური დამოკიდებულება.
რეფერატების სახით წარმოდგენილი მასალის საფუძველზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, განსაზღვრეს დამოკიდებულების ჩამოყალიბების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები, რომელთა გათვალისწინებით შესაძლებელია ჯანმრთელობის და ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნება.

Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე