четверг, 2 марта 2023 г.

“ბარათებით მილოცვის ტრადიცია”!




წელიწადის დრო-გაზაფხული ულამაზესია არამარტო გარემოს მორთულ-მოკაზმულობით, არამედ დღესასწაულებითაც, განსაკუთრებით 3 მარტი, რაც ყველა ბავშვის გულში განსხვავებულ ემოციებს აღძრავს. ჩემი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ თითოეული აღსაზრდელისთვის ორმაგი სიხარული მიმენიჭებინა. ერთი-ხელოვნების სასახლის ღირსშესანიშნაობით მიღებული შთაბეჭდილებები, ხოლო მეორე კი უძვირფასესი ადამიანებისთვის მიძღვნილი პროგრამა- “ბარათებით მილოცვის ტრადიცია”!

ბავშვებს საშუალება მიეცათ და საყვარელ ადამიანებს საკუთარი ხელით დაუმზადეს მისალოცი ბარათები.
მოსწავლეებმა პროგრამასთან ერთად იხილეს ახალი გამოფენა - “ქართული პორტრეტი”, სადაც წარმოდგენილი იყო პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, ლადო გუდიაშვილის, კირილე ზდანევიჩისა და სხვა დიდ მხატვართა კოლექციები.
ასევე, პროგრამის მიზანი იყო- ბავშვების დაინტერესება მუზეუმით,
ხელოვნებითა და
ეროვნული კულტურით. გამოიმუშავეს ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარი.

Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე