пятница, 13 мая 2016 г.

"ჩვენ გვიყვარს პოეზია"

მოსწავლეებში გამომეტყველებითი კითხვის უნარის განვითარებისათვის დავგეგმეთ პროექტი"ჩვენ გვიყვარს პოეზია" (პედაგოგი - ელიზა კოვზირიძე). ამ მიზნით გადავწყვიტეთ მთაწმინდის პანთეონში ჩაგვეტარებინა ექსკურსია-გაკვეთილი და 2016 წლის 21 აპრილს ვეწვიეთ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს.

 
ილია ჭავჭავაძის საფლავთან მარიამ იარაჯულმა იმღერა  ილიას "გაზაფხული", ნატა ბიჭიკაშვილმა "ჩემო კარგო ქვეყანავ" ,პედაგოგმა ელზა კოვზირიძემ წაიკითხ ლექსი " ჩემო კალამო". ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავთან ნინი აბულაშვილმა და გიორგი ბექაურმა წაიკითხეს ლექსები "შემოღამება მთაწმინდაზე "და "მერანი".გალაკტიონის ლექსები წაიკითხეს ნანა ველიჯანაშვილმა , მარიამ იარაჯულმა ,სოფიო გობეჯიშვილმა , მარიამ დიდებაშვილმა  და სხვებმა . გიორგი ლეონიძის "ყივჩაღის პაემანი" წაიკითა  გიორგი ბოლოთაშვილმა " ნინოწმინდის ღამე" კი ანა ასლამაზიშვილმა.ლადო ასათიანის, ,მუხრან მაჭავარიანის და მურმან ლებანიძის პატრიოტული ლექსები წაიკითხეს ზვიად გამსახურდიას საფლავთან გიგა გიგაურმა ,ეკატერინე ზარიძემ,სოფო გობეჯიშვილმა ,მარიამ ელიზბარაშვილმა ,მარიამ იარაჯულმა და ნინი აბულაშვილმა . მოსწავლეებმა იმღერეს ლადო ასათიანის "სალაღობო".
ზვიად გამსახურდიას საფლავთან მოვიდნენ პოეტი თინათინ მღვლდიაშვილი და ჩეჩნეთის წარმომადგენელი საქართველოში მექა ხანგოშვილი. მათ მადლობა გადაგვიხადეს ამ ღონისძიებისათვის და თავადაც აქტიურად ჩაერთნენ. თინათინ მღვდლიაშვილმა წაგვიკითხა 9 აპრილისადმი მიძღვნილი პატრიოტული ლექსები, მექა ხანგოშვილმა კი საქართველოსა და კავკასიის ხალხის მეგობრობაზე ისაუბრა.
აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას საფლავებთანაც გაგრძელდა ლექსების მხატვრული კითხვა. მოსწავლეებმა იმღერეს აკაკის " სულიკო" და "განთიადი".
ექსკურსია-გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.

              








Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე