ა.წ. 22 მაისს მე-2 კლასში (პედაგოგი მზევინარ ჩაფიძე ) ჩატარდა ღონისძიება თემაზე "წიგნიერების მნიშვნელობა და სიყვარული".
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები, სკოლის პედაგოგები.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა წიგნზე, ზღაპრებზე, მითებზე, წაკითხულ მოთხრობებზე. მათ დაასახელეს საყვარელი მწერლები: ი. გოგებაშვილი, ვ. ფშაველა,ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი , რ.ინანიშვილი , მ. ლებანიძე, ა. კალანდაძე, შ. ნიშნიანიძე და სხვები. ისაუბრეს საზღვარგარეთის მწერლებზეც. აღნიშნეს ვის რომელი წიგნი და ლექსი ჰქონდა წაკითხული , გაუზიარეს ერთმანეთს აზრები. ჩატარდა ვიქტორინა. მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს "იკითხონ წიგნები".
Комментариев нет:
Отправить комментарий