среда, 23 сентября 2009 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი-"უბედური ქორბუდა"





2009 წლის 27 თებერვალს მე-3 ა კლასში,
კლასის ხელმძღვანელი- ნელი თევზაძე, ჩატარდა
ინტეგრირებული გაკვეთილი "უბედური ქორბუდა"
ირ. ევდოშვილის მოთხრობის მიხედვით.
ინტეგრირება მოხდა შემდეგ საგნებთან:ქართული
ბუნება, ხელოვნება, მუსიკა.
ამ გაკვეთილზე ბავშვებმა აჩვენეს კითხვის ტექნიკა,
ლოგიკური აზროვნება,საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
და დასაბუთება, სხვადასხვა პირში თხრობა,
ასევე განამტკიცეს გრამატიკული მასალა (ზედსართავი
სახელი). ირ ევდოშვილის "უბედური ქორბუდა" დააკავშირეს
ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრის ნაამბობთან".
იმსჯელეს ბუნების და ცხოველის სილამაზეზე,
შეასრულეს ნახატების გაფერადება,გაკვეთილი
მიმდინარეობდა მუსიკალური ჩართვებით.

.

понедельник, 14 сентября 2009 г.

ღონისძიება-"თბილისის ისტორია"


2009 წლის 12 ივნისს მე-3 ა, მე-4 ა, მე-4 ბ
კლასებში ჩატარდა ერთობლივი ღონისძიება
"თბილისის ისტორია"
პროექტის ხელ.-ლი ნელი თევზაძე.
ამ ღონისძიებით ბავშვებმა შეძლეს წიგნის
სამყაროში შესვლა,თავისი ქალაქის ავბედითი
წარსულის გაზიარება,წარსულის დღევანდელობასთან
დაკავშირება. ღონისძიების სლოგანი:
"ქართველების სალოცავი ხატი ხარ და...
ის მაოცებს , ნატვრისთვალი რად არ გქვია!"
ნ. დუმბაძე

ღია გაკვეთილი -"იგავ-არაკი"

2009 წლის 29 მაისს მე-3 ბ კლასში
ხელ-ლი მ.ტაბიძე ჩატარდა
ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. თემა:"იგავ-არაკი"
ბავშვებმა ისაუბრეს ცნობილ მეიგავეებზე:ეზოპე,
ლაფონტენი,სულხან-საბა ორბელიანი,იაკობ
გოგებაშვილი. მოიძიეს და რვეულებში ჩაწერეს
მათთვის საყვარელი იგავ-არაკები,რომლებიც
გაფორმებული იყო ლამაზი ნახატებით.
ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები ,რომლებიც
დაჯილდოვდნენ სიგელებით.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე