пятница, 25 декабря 2009 г.

შემოქმედებითი საათი

2009 წლის 1 დეკემბერს მე-9 კლასელთა
მონაწილეობით ჩატარდა შემოქმედებითი
საათი.მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი
შემოქმედება.სიმღერები,ლექსები, ჩანახატები,
ქორეოგრაფიული ეტიუდები მუსიკალური
გაფორმებებით და თავისივე სცენარით დადგმული
(ანტინარკოტიკული) სპექტაკლი”სიცოცხლისათვის
საშიშია”. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მუსიკის
პედაგოგი-ლიანა ყანჩაშვილი.ღონისძიებამ ძალიან
საინტერესოდ ჩაიარა.

четверг, 24 декабря 2009 г.

გეომეტრიული ფიგურები

2009 წლის 1 დეკემბერს მე-4 კლასში ჩატარდა
ღია გაკვეთილი მათემატიკაში.გაკვეთილის თემა
იყო "გეომეტრიული ფიგურები".
პედაგოგი: ია დავითულიანი
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოავლინეს შესანიშნავი
თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გეომეტრიულ ფიგურებთან
დაკავშირებით.მათ უშეცდომოთ გასცეს პასუხი მრავალ
საინტერესო კითხვას.გაკვეთილმა ხალისიანად ჩაიარა.

თეატრი


2009 წლის 19 ნოემბერს მე-8 კლასში
ჩატარდა ღია გაკვეთილი "თეატრი".
პედაგოგი ეთერ სულხანიშვილი.

четверг, 3 декабря 2009 г.

შიდსი


2009 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა დისკუსია
თემაზე -აივ-ვირუსი/ შიდსი.
ხელმძღვანელი: მანანა ბერიკაშვილი.
აივ-ვირუსით გამომწვევი განუკურნებელი
დაავადება შიდსი კაცობრიობას განადგურებით
ემუქრება.
1-5 დეკემბერი საქართველოში
შიდსთან ბრძოლის დღეები აღინიშნება
ამ ღონისძიებაში ჩაერთო ჩვენი
სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები.
და მოაწყვეს დისკუსია თემაზე.
,,აივ-ვირუსი/შიდსი".
ახალგაზრდებმა ისაუბრეს საქართველოში
აივ-ვირუსის გავრცელების მიზეზებზე
და შიდს-ის თავიდან აცილების გზებზე.
დისკუსიაში მონაწილეთა აზრის შეჯერების
შემდეგ გაკეთდა დასკვნა, როგორ უნდა
აიცილონ თავიდან ეს დაავადება დაავდების
შემთხვევაში კი ნუ გავრიყავთ ინფიცირებულ
ადამიანებს. საზოგადოებაში მათი ყოფნა
მისაღებია.ნუ დავტოვებთ მათ მარტო
მათი მდგომარეობა ისედაც რთულია.

ჰაინრიხ ჰაინე


2009 წლის 16 ნოემბერს მე-11 და მე-9
კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა
გერმანელი პოეტის ჰაინრიხ ჰაინეს შემოქმედებითი
საღამო. გერმანული ენის პედაგოგის იულია ფიფიას
ხელმძღვანელობით.ამ საღამოზე მოწვეულ იქნა
მე-11 კლასის ყოფილი ხელმძღვანელი რუსუდან კუკულაძე.
ბავშვებმა დიდი კლასიკოსისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
წაიკითხეს ლექსები და ტექსტები მისი ბიოგრაფიიდან,რამაც
დიდი მოწონება დაიმსახურა დირექციის წარმომადგენელთა
და მოწვეულ სტუმართა შორის.
საღამოზე მონაწილეობდნენ:
ეკა კახიანი,ნათია კედელაშვილი,თეონა კერესელიძე,
სანდრო გვასალია,ზურაბ აბულაძე,სალომე ჯანაძე,
გიორგი ჭედიაქ,ციცი მილაძე,რევაზ ალავერდაშვილი,
ნაზი ქელეხსაშვილი,მეგი აქუბარდია,ლია კუჭავა,
ანა ბენდელიანი,სოფო მჟავია,ნინო მამულაშვილი,
თეა რთველაძე და მარი თოფჩიშვილი

გზა შინისაკენ


2009 წლის 6 ნოემბერს მე-9 კლასში ჩატარდა
ღია გაკვეთილი (გაკვეთილი-სემინარი)
ქართულ ლიტერატურაში თემაზე:
"გზა შინისაკენ"
პედაგოგი ნანა კაპატაძე
http://youtube.com/watch?v=x3ghy3UXmQI

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე