вторник, 30 марта 2010 г.

ღონისძიება ბიოლოგიაში

2010 წელის 23 თებერვალს ჩატარდა ღონისძიება
ბიოლოგიაში. ხელმძღვანელი ნელი გავაშელი.
თემაზე: ადამიანის ჯანმრთელობის განმტკიცებისა
და სიცოცხლის გახანგრძლივების საკითხები.
მონაწილეობდნენ მეცხრე კლასების მოსწავლეები.
ღონისძიების ფორმა წარმოდგენილი იყო  პრესკონფერენციის
სახით. მოსწავლეების ერთი ჯგუფი, რომელიც ასრულებდა
პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლის როლს, კითხვებს
უსვამდა, მეორე ჯგუფს-მედიცინის მუშაკებს.
განხილული იქნა საკითხების ფართო სპექტრი:თამბაქოს
და ალკოჰოლის მავნებლობა, ნარკომანია,შიდსი და
ასე შემდეგ. მეცხრე კლასების მონაწილეობით სკოლაში
ჩამოყალიბდა თამბაქოს საწინააღმდეგო კლუბი,რომლის
მიზანია შიდასასკოლო მონიტორინგის ჩატარება.

вторник, 9 марта 2010 г.

ბუნება სახლია, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ....

2010 წლის  24 თებერვალს  მე-8/ბ კლასის მოსწავლეთა
მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება, რომელიც
მიეძღვნა ეკოლოგიური კატასტროფის-გლობალური
დათბობის შედეგების თავიდან აცილების საკითხს
მოსწავლეთა შესაძლებლობების ფარგლებში.
ხელმძღვანელი-მანანა ბერიკაშვილი.
      გლობალური დათბობა რომელიმე ერთ ქვეყანას
კი არ უქადის საფრთხეს, არამედ მთელი პლანეტის
მოსახლეობისათვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
იგი კლიმატის ცვლილების წინა პირობაა, რომელიც
უარყოფითად მოქმედებს ამინდზე, ტყეებზე, სოფლის
მეურნეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე.
     ადამიანებმა თუ არ გაითავისეს ბუნების გასაჭირი,
20 წელიწადში კაცობრიობის საზრუნავი ალბათ
ტერიტორიული მოწყობა ან დემოკრატია-ტერორიზმი
კი არ იქნება, არამედ დათბობით გამოწვეული
კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლა.

пятница, 5 марта 2010 г.

ტესტირება გეოგრაფიაში -კომპიუტერის გამოყენებით

2010 წლის 5 მარტს ჩატარდა ტესტირება გეოგრაფიაში
მე-7 კლასებში.მოსწავლეებმა კომპიუტერის საშუალებით
მოიძიეს ინფორმაცია მოცემული ობიექტების შესახებ.
ბავშვებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი.
მათ გამოავლინეს არა მარტო გეოგრაფიული მასალის
ცოდნა,არამედ ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნაც.

четверг, 4 марта 2010 г.

ღია გაკვეთილი სახვით ხელოვნებაში

2010 წლის 16 თებერვალს  მე-5 კლასში ჩატარდა
ღია გაკვეთილი სახვით  ხელოვნებაში.
პედაგოგი:
გაკვეთილის თემა იყო - ნატურმორტი.განვსაზღვრეთ
რას ნიშნავს ნატურმორტი,რომ იგი სახვითი ხელოვნების
დარგების ფერწერისა და გრაფიკის ერთ-ერთი წამყვანი
ჟანრია.ბავშვებმა ახსნეს რას ნიშნავს სახვითი ხელოვნება,
ფერწერა,გრაფიკა.
ნატურმორტი-როგორც დამოუკიდებელი ჟანრი ჩამოყალიბდა
მე-17 საუკუნის დასაწყისში ჰოლანდიაში .  შემდეგ იგი
განვითარდა  არა როგორც საგანთა სილამაზის წარმოჩენის ,
 არამედ  მასში ადამიანის სულიერი სამყაროს და ეპოქის
გამოხატვის საშუალება.თვალსაჩინოებისათვის ბავშვებმა
ნახეს ნიკო ფიროსმანის ნატურმორტების რეპროდუქციები
სადაც ჩანს ძველი თბილისის  სტილი, რომელშიც ცხოვრობდა
ფიროსმანი. კომპიუტერული ტექნიკით ნაჩვენები იქნა ფოტოები,
სადაც ზოგიერთ ნატურმორტში ჩანს აგების ხაზობრივი სქემა
და შემდეგ დასრულებული ვრიანტი.ბავშვებმა კარგად გაართვეს
თავი არნიშნულ თემას.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე