вторник, 30 ноября 2010 г.

პედაგოგთა ექსკურსია დავით-გარეჯში


 2010 წლის 7 ნოემბერს ჩვენი სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა  მოაწყო ექსკურსია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც საგარეჯოს რეგიონში უდაბნოში მდებარეობს.  დავით -გარეჯის როლი ფასდაუდებელია ქართული კულტურის განვითარებაში.”მივცეთ დავით-გარეჯი ერს, რომელსაც ისტორია არა აქვს და ისტორია ექნებაო”- ბრძანა  აკადემიკოსმა  ნიკო კეცხოველმა. იგი აუგია მე-6 საუკუნეში დავით გარეჯელს. დავითის ლავრა,ნათლისმცემელი და  დოდოს რქა ყველაზე ძველია.სულ თექვსმეტამდე კომპლექსია, მაგრამ ყველას ნახვა ვერ მოხერხდა . აქ შუასაუკუნეებში გახსნილი იყო სამხატვრო სკოლა,რომლის როლი დიდია      ფერწერული ხელოვნების  განვითარებაში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბერთებნის ,უდაბნოს და ნათლისმცემლის ფრესკები.   აქ განისვენებენ (დავითის ლავრაში) დავით გარეჯელი, მისი მოწაფე ლუკიანე, დოდო გარეჯელი.დავით-გარეჯის  არქიტექტურის მრავალფეროვნებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.

Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე