четверг, 31 марта 2011 г.

შუასაუკუნეების არქიტექტურა.

2011 წლის 1 აპრილს  მე-10  ბ კლასში ჩატარდა ხელოვნების
გაკვეთილი(პედაგოგი ეთერ სულხანიშვილი), ისტ-ის
გამოყენებით.გაკვეთილის თემა: შუასაუკუნეების
არქიტექტურა საქართველიში.
პრეზენტაცია წარმოადგინა გვანცა ფორჩხიძემ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა შუა საუკუნეების
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები,
რომლებიც შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის
საგანძურში. ესენია:გელათი,მოწამეთა,სვეტიცხოველი,მცხეთის
ჯვარი,ნიკორწმინდა,ანანური,ალავერდი,იშხანი, ოშკი და სხვა.

четверг, 24 марта 2011 г.

სურათები საშიში ისტორიებით.

2011 წლის 25 მარტს მე-10 ბ კლასში ჩატარდა ხელოვნების
გაკვეთილი (პედაგოგი ეთერ სულხანიშვილი) ისტ-ის გამოყენებით
თემაზე : სურათები საშიში ისტორიებით. პრეზენტაციები
წარმოადგინეს:სალომე სანადირაძემ და თამარ ქვლივიძემ.
ნაჩვენები იქნა ჯოვანი ბრაგოლინის-”მტირალა ბიჭუნა’,
კლოდ მონეს-”წყლის ლილიები”, და ვინჩის-"ჯოკონდა"
დიეგო ველასკესის-”ვენერა სარკესთან”, ბილ სტოუნჰემის
” Hands resist him   ” პიტერ ბრეიგელ უფროსის -”მოგვთა
თაყვანისცემა”,ედვარდ მუნკის- ”კივილი”, რიკარდო პუსტანიოს
"დელფინ ლალაუეს პორტრეტი” და სხვა.

ბიოლოგიის ოლიმპიადაში გამარჯვებული

2010 წლის დეკემბერში სკოლაში ჩატარდა ეროვნული სასწავლო
ოლიმპიადის პირველი ტური ბიოლოგიაში.მასში მონაწილეობა
მიიღო მე-10 და მე-12 კლასის 12 მოსწავლემ.სამმა მათგანმა:
ეკა კახიანმა,ლაშა კიკალიშვილმა და ნათია კედელაშვილმა
(პედაგოგი  მანანა ბერიკაშვილი) მაღალი ქულები დაიმსახურა
და გადავიდა მე-2 ტურში.
ნათია კედელაშვილმა დასძლია მე-2 ტური და მე-3 ტურში
მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მე-3 ტურში მან საკმაოდ მაღალი
ქულა მიიღო და მე-11 ადგილი დაიკავა.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს ნათიას
ამ წარმატებას.

четверг, 10 марта 2011 г.

კედლის გაზეთების გამოფენა

2011 წლის 25 თებერვალს მოეწყო კედლის გაზეთებისა და
მოსწავლეთა პორტფოლიოების გამოფენა, რამაც დიდი მოწონება
დაიმსახურა პედკოლექტივსა და მშობლებლებს შორის.
ღონისძიების ორგანიზატორმა ცისანა ჭარბაძემ დიდი მადლობა
მოახსენა დარბაზს. ღონისძიების ბოლოს შესრულდა ხალხური
სიმღერები და ცეკვები.

понедельник, 7 марта 2011 г.

დავით აღმაშენებელის უკვდავსაყოფად

                                                                                                                                                             2011 წლის 25 თებერვალს დავით აღმაშენებლის სახელის
უკვდავსაყოფად ჩატარდა  ღონისძიება ”ტყის მეფე”.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად წარმოადგინეს
დავით მე-4-ის მოღვაწეობის პერიოდი.ასევე მხატვრულად
წაიკითხეს ლექსები ანა კალანდაძის ”ფეხი დამადგით”
და სხვა.წარმოადგინეს ინსცენირება ”კიდევაც დაიზრდებიან”

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე