суббота, 30 апреля 2011 г.

სწავლა თამაშით-მოგზაურობა დროში.

2011 წლის 2 მაისს მიმოზა მაისურაძის მიერ ჩატარდა
პრეტესტი გეოგრაფიაში მის მიერ შექმნილი ელექტრონული
 რესურსის- ელექტრონული თამაშის გამოყენებით.
ელექტრონული თამაშის თემა იყო "დროსთან თამაში"
გაკვეთილმა მეტად საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.

вторник, 26 апреля 2011 г.

შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან.

2011 წლის 20 აპრილს ჩვენ სკოლაში მოეწყო შეხვედრა ხელოვნების მუზეუმის წარმომადგენელთან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ დავით ბერიკაშვილთან.
მან საინტერესოდ ისაუბრა სამთავისის სამონასრტო კომპლექსის გათხრების შესახებ და იმ აღმოჩენების შესახებ,რაც ამ ექსპედიციის  დროს მოხდა. წარმოდგენილი იყო სლაიდები ,რაც კიდევ უფრო თვალსაჩიმოს ხდიდა იმ სიძველეებს,რომელნიც საუკუნეების ისტორიას ინახავდნენ.

"მე მიყვარს თბილისი"

2011 წლის 20 აპრილს ჩატარდა ღია გაკვეთილი ხელოვნებაში ციკლიდან "ჩემი ქალაქის ისტორია" ანანო ელიკაშვილმა და ანი თარხნიშვილმა წარმოადგინა თემა "მე მიყვარს თბილისი".
ძველი თბილისი-პრეზენტაცია
ახალი თბილისი-პრეზენტაცია

სისუფთავის დღე სკოლაში

2011 წლის 16 აპრილს ჩვენ სკოლაში ისევე როგორც
საქართველოს ბევრ სკოლასა და ორგანიზაციაში ჩატარდა
სისუფთავის დღე.ბავშვებმა ხალისიანად დაალაგეს საკუთარი
 სკოლის შემოგარენი და სკოლის ეზო.ამ საქმეში არ  ჩამორნენ
მათივე პედაგოგები და დირექციის წარმომადგენლები.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მანდატურების მუშაობა,
ისინი სამაგალითონი იყვნენ ყველასათვის. დიდი მადლობა
მათ ჩვენი სკოლის ასეთი სიყვარულისათვის.

"დიდოსტატის მარჯვენა"

2011 წლის 15 აპრილს მე-12 გ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი
ქართულ ენასა და ლიტერატურაში  ისტ-ის გამოყენებით.
პედაგოგი ელზა კოვზირიძე. გაკვეთილის თემა იყო;
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"
თემატური ერთეულები: ეპიგრაფისა და პროლოგის გააზრება,
მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ეპიზოდები,მთავარი
პერსონაჟების ძლიერი და სუსტი მხარეები, დისკუსია
 თემაზე "გიორგი მეფის სიკვდილის წინა მონოლოგი".
გაკვეთილი მიმდინარეობდა მოსწავლეთა მიერ მიზნობრივი
ექსკურსიის (მცხეთა) დროს გადაღებული ფოტოსურათების
პრეზენტაციის ფონზე საგალობლების თანხლებით. ასევე
გამოყენებული ოყო მხატვრული ფილმის ფრაგმენტი, გიორგი
მეფის (მეღვინეთუხუცესი) სიკვდილის ეპიზოდი.
გაკვეთილზე გამოჩნდა ესგ-ს მიხედვით მე-12 კლასის სტანდარტ-
ინდიკატორების სათანადო ცოდნა.

"საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!"

2011 წლის 8 აპრილს  მე-4 გ კლასში დამრიგებელი ციცო
ჭარბაძე- ჩატარდა კლასის საათი თემაზე: " საქართველო
შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!". ისტ-ის გამოყენებით.
 საკლასო ოთახში გამოფენილი იყო ბავშვთა ნახატები.
მოისმინეს ზვიად გამსახურდიას სიტყვა საქართველოს
დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ასევე მოისმინეს
და ნახეს 9 აპრილის ღამეს უსინათლოთა მიერ შესრულებული
"სალაღობო", ჯემალ სეფიაშვილის "ვაჩუქოთ ერთმანეთს
ტიტები" და სხვა.

среда, 13 апреля 2011 г.

გეოგრაფიის გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით.

2011 წლის 8 აპრილს მე-11 კლასში ჩატარდა გეოგრაფიის გაკვეთილი ისტ-ის გამოყენებით.პედაგოგი მიმოზა მაისურაძე.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე