понедельник, 9 мая 2011 г.

ეკონომიკა-ბიზნესის სამზარეულო

2011 წლის 3 მაისს  მე-9 გ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი
გაკვეთილი "სამოქალაქო განათლებაში".პედაგოგი:
პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ლალი კაპანაძე.
გაკვეთილის თემა : ეკონომიკა
პრაქტიკული სამუშაო: ბიზნესის სამზარეულო
პრაქტიკული სამუშაოს მიზანი იყო:
1.  წარმოების პროცესის გაცნობა,
2.  საკუთარი წარმოების დაარსება,
3.  საქმიანობის დაგეგმვა,
4.  გადასახადები და მათი გადახდის აუცილებლობა.
ჯგუფებმა წარმოადგინეს საკუთარი ბიზნეს ინიციატივები.
მონაწილეობდა 5 ჯგუფი , მათ შორის ოთხი შპს და ერთი სს.
მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს თეორიული მასალის საფუძვლიანი
ცოდნა, რაც შესაბამისობაში მოდიოდა პრაქტიკულ სამუშაოსთან.
თითოეული პრეზენტაცია იყო მეტად საინტერესო,ინოვაციური,
ორიგინალური და დახვეწილი.ჯგუფების საქმიანობა შეფასდა
უმაღლესი ქულით.





ეკოსისტემები

2011 წლის 3 მაისს ბიოლოგიის კვირეულის ფარგლებში
 ჩატარდა ღია გაკვეთილი  ბიოლოგიაში  მე-7 გ კლასში
- პედაგოგი  ნელი გავაშელი. გაკვეთილის თემა იყო:
ეკოსისტემები, გაკვეთილი იყო შემაჯამებელი.
მოსწავლეებმა მოიპოვეს ინფორმაციები და მოახდინეს
 მათი პრეზენტაცია.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე