пятница, 15 июля 2011 г.

ღონისძიება სიღნაღში

2011 წლის 11 ივლისს  ჩვენი სკოლის მოსწავლეების:
ბ.ბენაშვილის, მ.უკლებას, მ.ყანჩაშვილის ნ. ვარდიაშვილის
ნ. დეკანოზიშვილის, თ. ჩაჩიბაიას, მ. ლომიძის და სხვათა
მონაწილეობით მოეწყო საქველმოქმედო კონცერტი
სიღნაღის უნარშეზღუდულ  კერძოდ " თემი ქედელის"
ბავშვთათვის. მონაწილეობა მიიღო პედაგოგების:
ლ. ყანჩაშვილის, მ. ფოცხიშვილის, და ი. ფიფიას
მოსწავლეებმა.  სიღნაღის "თემი ქედელის" ბავშვები
ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ.მათ სთხოვეს ჩვენი სკოლის
მოსწავლეებს , ხშირად მისულიყვნენ მათთან და არ
გაეწყვიტათ ურთიერთობა.მადლიერების ნიშნად კი ჩვენ
სკოლას საჩუქრად გადასცეს საკუთარი ხელით შექმნილი,
ნახატებით გაფორმებული წიგნი– "ზღაპარი"

среда, 13 июля 2011 г.

65-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა
 მიიღეს 65-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში
ქართული ლიტერატურის სექციაში გაგზავნილ იქნა
5 მოსწავლის ნაშრონი:
1) ბაჯელიძე მარიამ- XII კლასი, მასწავლებელი ნ.ქავთარაძე
                   თემა: იაპონური პოეზია.
დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით. შესაბამისად
მასწავლებელი  ნ. ქავთარაძე  დაჯილდოვდა "მადლობის
სიგელით".
2) სოსიაშვილი მარიამ-XII კლასი,მასწავლებელი ე.კოვზირიძე
                 თემა: ვაჟა-ფშაველას  ცხოვრება და შემოქმედება.
დაჯილდოვდა  სიგელით.
3)მჭედლიშვილი ქეთევან–X–კლასი .მასწავლებელი ნანა კაპატაძე
                  თემა:"გზა შინისაკენ" დაჯილდოვდა სიგელით.
4) ელიკაშვილი ანა–X  კლასი .მასწავლებელი  ე. ხუციშვილი
                  თემა: "დაუსრულებელი სიცოცხლე" ( მე,მწერალი, და
ნაწარმოები) დაჯილდოვდა სიგელით.
5) ქვლივიძე თამარ–X კლასი. მასწავლებელი ნ.ხეცურიანი
                  თემა: "ჰოდა გვიყვარდეს!" დაჯილდოვდა სიგელით.
                         ბიოლოგიაში მოპოვებული წარმატებისათვის:
სალომე სანადირაძე – XI კლასი– მასწავლებელი ნელი გავაშელი
                   თემა:ცოფი

среда, 6 июля 2011 г.

სერგეი ესენინი და საქართველო

2011 წლის 7 ივნისს  მე–10 ბ კლასში  პედაგოგ  ინესა
ქორიძის ხელმძღვანელობით  ჩატარდა მუსიკალურ–
ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე "სერგეი
ესენინი  და საქარღველო".
მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს და წარმოადგინეს
ეპიზოდები ესენინის ცხოვრებიდან აღნიშნეს მისი
განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოსთან,
პაოლო იაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან, ვალერინ
გაფრინდაშვილთან და სხვა.
ბავშვებმა წაიკითხეს ესენინის ლექსები  რუსულად
და ქართულად მუსიკალური ფონის თანხლებით.
გამოყენებული იყო მათივე შექმნილი პრეზენტაცია.

ლექცია –სემინარი ტექნიკურ უნივერსიტეტში

2011 წლის10 ივნისს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა
ლექცია – სემინარი სადაც მიწვეული იყო ჩვენი სკოლის
ქიმიის წრის მოსწავლეები.სემინარზე მოხსენებით გამოვიდა:
პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი, თამაზ აგლაძე,
ჯემალ შენგელია . გაიმართა საინტერესო დისკუსია, რომელშიც
ჩვენი მოსწავლეებიც იღებდნენ  მონაწილეობას. საღამოს
გაიმართა ვახშამი.
ღონისძიება შეფასდა დადებითად, რადგან ეს იყო
აღმზრდელობითი და შემეცნებითი თვალსაზრისით
მეტად სასარგებლო სამუშაო.

საქართველოს რეგიონები

2011 წლის 10  ივნისს მე–9 გ კლასში ჩატარდა შემაჯამებელი
გაკვეთილი საქართველოს გეოგრაფიაში. გაკვეთილის თემა
იყო საქართველოს რეგიონები.საინტერესოდ (პრეზენტაციით)
იქნა წარმოდგენილი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონი
მისი განვითარების გზები:ინფრასტრუქტურა.ტურიზმი,
სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და სხვა.
გაკვეთილმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა.

მე–4 კლასის გამოშვება

2011 წლის 8 ივნისს ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში
პედაგოგ ციცო ჭარბაძის ხელმძღვანელობით მოეწყო
მე–4  გ კლასის მოსწავლეთა გამოშვება.სცენაზე იდგა
4 თაობა:მომავალი პირველკლასელები, მეოთხეკლასელები,
მერვეკლასელებიდა მეთორმეტე კლასელები.–ისინი
 დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავდნენ
მასწავლებლების მიმართ.ასევე მათი მშობლებიც ვერ
მალავდნენ მადლიერების გრძნობას.

вторник, 5 июля 2011 г.

კიდევაც დაიზრდებიან......

2011 წლის 25 მაისს  მე–4 ბ კლასში –ხელმძღვანელი მზევინარ
 ჩაფიძე–მოსწავლეების მიერ ჩატარდა ღონისძიება
"კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი".
ეს ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის
მე–20–ე წლისთავს.
მოსწავლეებმა იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ნახეს თეთრი მთების ,ლურჯი ზღვის და ცხოველი მზის ქვეყანა,
ლამაზი, ნიჭიერი, მშრომელი, კეთილი და საოცრად
 სტუმართმოყვარე ხალხის სამშობლო.
–ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ნახატები,ნაძერწები,რომელიც
მიეძღვნა იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამისაგან დაღუპულ
ადამიანთა ხსოვნას. ნამუშევრები შეასრულეს გიორგი ბახტაძემ
და არჩილ სანიკიძემ ისინი დიპლომებით არიან
დაჯილდოებულები.ასევე დიპლომები გადასცა  160–ე საჯარო
 სკიოლის დირექტორმაგიორგი კაკაჩიამ მათემატიკურ ტურში
 გამარჯვებულებს:გიგი გელიაშვილს,ანა ქობალის, არჩილ
სანიკიძეს.8 მოსწავლე თურქეთიდან დაბრუნდა ,რომლებმაც
ცეკვის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და ჯილდოები დაიმსახურა.

ზღაპრის კონკურსი"ცისარტყელა"

2011 წლის  18 მაისს მე–4 გ კლასის მოსწავლეებმა
პედაგოგ  ცისანა ჭარბაძეს ხელმძღვანელობით
მონაწილეობა მიიღეს ზღაპრის კონკურსში "ცისარტყელა"
აქტიური მონაწილეობისათვის ბავშვებმა სიგელები და
წიგნები დაიმსახურეს.

"დიდოსტატის მარჯვენა"

2011 წლის 17 მაისს განათლების სამინისტროს სააქტო
დარბაზში "Smart board"–ის დამოყენებით 160–ე საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა
ელზა კოვზირიძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე:
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა".
თემატური ერთეულები:  ა.ეპიგრაფისა და პროლოგის გააზრება
                                               ბ.მთავარი პერსონაჟების ძლიერი და
სუსტი მხარეები
                                               დ.დისკუსია გიორგი მეფის სიკვდილის
წინა მონოლოგზე
გაკვეთილის მიზნები:1. მოსწავლეებმა შეძლონ ეპიგრაფისა და
 პროლოგის გააზრება.  2.მთავარი პერსონაჟების ძლიერი და
სუსტი მხარეების გამოვლენა არგუმენტირებული მსჯელობით.
4. ისტ–ის გამოყენება.
მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებმა მოიძიეს ინტერნეტით
ინფორმაცია, გააფორმეს პრეზენტაციის სახით და გამოავლინეს
დამოუკიდებელი აზროვნება არგუმენტირებული  მსჯელობით.
გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.

пятница, 1 июля 2011 г.

მოსწავლეთა კონფერენცია

2011 წლის მაისის თვეში მოსწავლეთა ახალგაზრდობის
 სასახლეში ჩატარდა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია,
 რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე 11-მე და მე 12-ე კლასიის
მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი მანანა ბერიკაშვილი)

სამი მოსწავლე დაჯილდოვდა პირველი ხარისხის დიპლომით:
1. ელიკაშვილი ანა - მე 11 კლასი.
თემა : ,,მეხსიერების კვლევა. “
2. მამულაშვილი ნინო – მე 10 კლასი
თემა ,,ინფექციური დაავადებები”
3.ლოჩოშვილი მარიამი მე 12-ე კლასი
თემა : ,, საიდან მოდიხარ შენ, ადამიანო?”
ხუთმა მოსწავლემ დაიმსახურა II ხარისხის დიპლომი .
1. თედიაშვილი თამარი, Mმე 10 კლასი
2. ეფრემიძე ნინო, მე 10 კლასი
3. გუდავაძე თამარი, მე 10 კლასი
4. სეფაშვილი თინათინი, მე 10 კლასი
5. ბუთბაია მაია , მე 11 კლასი


თემატური კონკურსი–მანგანუმის ქიმია და ელექტრო ქიმია

სკოლაში ჩამოყალიბებულია პროფესორ რუსუდან
ნიკოლაძის  სახ. ქიმიის წრე,რომელსაც  ხელმძღვანელობს
პედაგოგი იზოლდა ხაჭაპურიძე.წრეში გაერთიანებულია
 მე–9–მე–11 კლასის 28 მოსწავლე 2011 წლის13 მაისს ჩვენი
 მოსწავლეების ინიციატივითსაქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში ჩატარდა თემატური კონკურსი
 "მანგანუმის ქიმია დაელექტრო ქიმია"
კონკურსი ჩატარდა ლოზუნგით "დიდებული მეცნიერის
სახელს დავიწყება არ უწერია" და მიეძღვნა გამოჩენილ
ქართველ ქიმიკოსს, ქართულიელექტროქიმიური სკოლის
ფუძემდებელს , აკადემიკოს რაფიელ აქგლაძეს.
ამასთან დაკავშირებით გამოუშვით კედლის გაზეთი და
წრის სამუშაო ალბომი, რომელიც დავტოვეთ უნივერსიტეტში
სადაც დაეთმო ერთი კუთხე ჩვენ წრეს.
მოსწავლეებმა გააშუქეს აკადემიკოსის რაფიელ აგლაძის
მეცნიერული მემკვიდრეობა, მისი როლი საქართველოს
ქიმიური მრეწველობის შექმნაში და განვითარებაში.
ქიმიურ კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები
და საჩუქრები.
I –ხარისხის დიპლომი გადაეცა  XI –კლასის მოსწავლეს ლანა
წოწორიას,   II – ხარისხის დიპლომი გადაეცა  XI  – კლასის
მოსწავლეს ნენო ჩარკვიანს და   X–კლასის მოსწავლეებს:
დავით ყუბანეიშვილს, მარი შოშიაშვილს, სალომე სანადირაძეს,
გვანცა ფორჩხიძეს.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კათედრის პროფესორ
მასწავლებლები: თამაზ აგლაძე, ჯემალ შენგელია, ნინო
ჩიხრაძე, ფაკულტეტის დეკანი ნუგზარ წერეთელი
მოსწავლეთა სასახლიდან მზაღო გიგაური.
ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი მოსწავლეებისათვის.



რას მოგვითხრობს მიწისქვეშეთი

2011 წლის 20 აპრილს სკოლაში ხელოვნების და ბიოლოგიის
მასწავლებლების ( ეთერ სულხანიშვილი, მანანა ბერიკაშვილი)
ერთობლივი გულისხმევით ჩატარდა ღონისძიება -
,,რას მოგვითხრობს მიწისქვეშეთი”. ღონისძიებაზე მოწვეული
 იქნა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბ-ნი დავით ბერიკაშვილი.


VIII-XI კლასიის მოსწავლეები ყურადღებით უსმენდნენნ
 სტუმარს, რომელიც საუბრობდა სამთავისისს მონასტრის
 ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შესახებ
და განმარტავდა ადამიანის ევოლუციის პარალერულად როგორ
 ხდებოდა შრომის იარაღების , ჭურჭლის და სხვა ნაკეთობის
სრულყოფა და მათი გამოყენება მე 11 –მე 17 საუკუნეების
 საქართველოში.


ანბანთქება

2011 წლის 14 აპრილს  I-ბ კლასში ია დავითულიანის
 ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება "ანბანთქება"
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა დედაენის ძეგლთან.

19 მაისს  I -ა კლასში ნელი თევზაძის ხელმძღვანელობით სკოლაში ჩატარდა ღონისძიება "ანბანთქება"
ბავშვებმა ლექსებითა და გამოცანებით გამოხატეს თავისი დიდი სიყვარული
ქართული ანბანის მიმართ.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე