2011 წლის 15 ნოემბერს ჩვენ სკოლაში
ჩამოყალიბდა ხელოვნების მოყვარულთა კლუბი
ეთერ სულხანიშვილის ხელმძღვანელობით .
კლუბის საბჭომ (თ.ქვლივიძე, ს.სანადირაძე,ა.თარხნიშვილი
,გ.ფორჩხიძე) ლოგოდ აირჩიეს სალვადორ დალის "თვალი".
ჩამოყალიბდა ხელოვნების მოყვარულთა კლუბი
ეთერ სულხანიშვილის ხელმძღვანელობით .
კლუბის საბჭომ (თ.ქვლივიძე, ს.სანადირაძე,ა.თარხნიშვილი
,გ.ფორჩხიძე) ლოგოდ აირჩიეს სალვადორ დალის "თვალი".
2011 წლის 1 დეკემბერს ხელოვნების მოყვარულ მოსწავლეთა
საბჭომ სკოლაში მოიწვია საქართველოს ეროვნული მუზეუმის
აკადემიკოს შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების
მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდის კურატორი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გ.ბარათაშვილი და ამავე
ფონდის ასპირანტი დოქტორი ე.ბერელაშვილი
კლუბის წევრებმა და სტუმრებმა ნ.ფიროსმანის სიტყვების
მიხედვით "ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ
ჩაი ......და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე, ხელოვნებაზე".
დიდი მაგიდის გარშემო ,სამოვარისა და ცხელი ჩაის თანხლებით
ისაუბრეს ხელოვნებაზე. საუბრის თემა იყო "ისტორიულ
პირთა როლი მხატვრული ქარგულობის განვითარებაში".
სტუმრებმა წარმოგვიდგინეს შუასაუკუნეების საქართველოს
ელიტარული ხელოვნება ,რომელსაც მხოლოდ დედოფლები
დიდებული ქალბატონები ან მონასრტერში მოღვაწე დედები
ქმნიდნენ. ამჯერად გავეცანით დედოფლების მარიამ დადიანის
თამარის და ანახანუმის ხელით ნაქარგ ნივთებს:დაფარნებს
საფლავის ქვის გადასაფარებლებს,მიტრებს და სხვა
მოწვეული სტუმრები დაგვპირდნენ, რომ შემდგომშიც
გააგრძელებენკლუბის წევრებთან შეხვედრას და მუშაობას.
Комментариев нет:
Отправить комментарий