воскресенье, 11 марта 2012 г.

ღონისძიებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით


საქართველოს ოკუპაციიდან 91 წელი გავიდა
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 91 წელი გავიდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში ოკუპაციის კვირეული გრძელდება.
კვირეულის ფარგლებში გუშინ საღამოს სასტუმრო "რედისონთან" სანთლების აქცია გაიმართა.
ახალგაზრდებმა სანთლებით საქართველოს რუკის მაკეტი გააკეთეს. ამ მიზნით, სულ 200 სანთელი დაინთო. სანთლებით დანთებული საქართველოს რუკა ქვეყნის ყველა რეგიონს აერთიანებს, მათ შორის დროებით ოკუპაციაში მყოფ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა ცაში მანათობლებიც გაუშვეს, რომელზეც თითოეული იუნკერის სახელი და გვარი ეწერა.
უკვე დღეს კი ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს გასაბჭოების ამსახველი უნიკალური ციფრული კოლექციის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება საქართველოს გასაბჭოების ამსახველი ექსკლუზიური გამოფენა. კოლექცია შეიცავს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის ცხოვრების ამსახველ პერიოდულ და წიგნად გამოცემებს, საქართველოს გასაბჭოების ამსახველ დოკუმენტებს, მათ შორის მე-11 არმიის გაზეთს, რომელიც კავკასიის გასაბჭოების პერიოდში საველე პირობებში იბეჭდებოდა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება. წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საბრძოლო მოქმედებები მარტის მეორე ნახევრამდე გრძელდებოდა.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დროს შეტაკებაში 30 იუნკერი დაიღუპა. მათთან ერთად დაიღუპა მოწყალების და, მწერალთა კავშირის თავმჯდმარის, კოტე მაყაშვილი ქალიშვილი მარო მაყაშვილი. ისინი რუსთაველის გამზირზე, დღევანდელ პარლამენტის შენობასთან დაკრძალეს.

Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე