გაკვეთილი ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში.
მასწავლებლები:
ქართული ლიტ.-ელიზა კოვზირიძე, ისტორია-თამარ ჯანვერდაშვილი
გაკვეთილის თემა:ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისა"
გაკვეთილი წარიმართა ე.ს.გ.-ს შესაბამისად.მოსწავლეებმა
გამოავლინეს პოემის შინაარსის სიღრმისეული ცოდნა, შეძლეს
არგუმენტირებულად მსჯელობა, პერსონაჟებისა და ავტორის
თვალსაზრისების ამოცნობა,გამიჯნეს ერთმანეთისაგან ისტორიული
ფაქტი და მხატვრული გამონაგონი, რაშიც დაეხმარათ ისტორიის
მასწავლებლის მინილექცია.
განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ჯგუფური მუშობისას.ყველა
მოსწავლე ჩართული იყო გაკვეთილში. განაწილებული დრო ზუსტად
გამოიყენეს და თითოეული ჯგუფის წარმომადგენელმა დაფაზე
გააკრა თეზისებად ჩამოყალიბებული დავალება და გააკეთა
პრეზენტაცია.
მოსწავლეები შეფასდნენ ჩართულობის, მსჯელობისა და
არგუმენტირების უნარის, დავალების შესრულების ხარისხისა და
თვითშეფასების მიხედვით.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სასწავლო ნაწილის გამგე და სკოლის
მასწავლებლები.
გაკვეთილის ამსახველი ვიდეო მასალა:
http://www.youtube.com/watch?v=MTWTAsWAaJw
http://www.youtube.com/watch?v=eQKaiLdBCb0
http://www.youtube.com/watch?v=p85ag_T7YqY
http://www.youtube.com/watch?v=JK-uNbXT5MQ
http://www.youtube.com/watch?v=-9KTiW1UWrs
Комментариев нет:
Отправить комментарий