вторник, 11 июня 2013 г.

ექსკურსია ქუთაისში

                                         

2013 წლის 8 ივნისს მე-11 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო ექსკურსია ქუთაისში (ხელმძღვანელი მანანა ბერიკაშვილი). ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა-დათვარიელება. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ბაგრატის ტაძარი მოწამეთა მონასტერი,გელათი,სათაფლიის ნაკრძალი,სათაფლიის მღვიმე, 10 ივნისს ჩატარდა დისკუსია სადაც შეადარეს მილიონი წლის წინანდელი და დღევანდელი მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. ისაუბრეს,იმსჯელეს ნაკრძალების, გარემოს დაცვის დიდ მნიშვნელობაზე სადაც „გაცოცხლებულია“ საქართველოს პრეისტორიული ბუნების ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. დაასკვნეს, რომ ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ დარვინი მართალი იყო როდესაც ამბობდა, რომ ინდივიდთა ნიშანთვისებების ჩამოყალიბებაზე, გარემოსთან შეგუებაზე მოქმედებს ის გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება.


Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე