среда, 23 октября 2013 г.

სტუმრად ბავშვთა სახლში

 2013 წლის 15 ოქტომბერს  მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე
ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე "ბავშვთა უფლებები". ამის შემდეგ ბავშვებმა
საკუთარი ინიციატივით მოინახულეს გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.
შეხვედრა მეტად საინტერესო და ამაღელვებელი იყო.მოსწავლეები ზოგადად
გაესაუბრნენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ადამიანთა უფლებების -მათ შორის
-ბავშვთა უფლებების შესახებ გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები და სამომავლო
 გეგმები დასახეს.ისინი დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს ხშირად მოინახულონ
 ერთმანეთი.
 მომავალსი ბავშვტა სახლის აღსაზრდელების მასპინძლები თავად მე-9 კლასის მოსწავლეები იქნებიან.

ვიდეო ფაილი:
http://youtu.be/lULvQAUr3so

понедельник, 21 октября 2013 г.

ხალხური ბალადა

2013 წლის 16 ოქტომბერს მე-8 კლასში,პედაგოგი ციალა ვარსემაშვილი- ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.გაკვეთილის თემა იყო ხალხური ბალადა.
"ლექსი ვეფხვისა და მოყმისა ".ბავშვებმა მოიძიეს  მასალა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გააკეთეს პრეზენტაცია,გამართეს დისკუსია.გაეცნენ"ვეფხვისა და მოყმის"
სხვადასხვა ხალხურ თქმულებას,რომელიც დაკავშირებული იყო ამ ბალადასთან.
გაკვეთილმა მეტად შინაარსიანად და შედეგიანად  ჩაიარა.

четверг, 10 октября 2013 г.

"ისმინე სწავლის მძებნელო"

2013 წლის 3 ოქტომბერს მე-7 კლასში პედაგოგი ნანა ქავთარაძე-ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.გაკვეთილის თემა იყო დ.გურამიშვილის "სწავლა მოსწავლეთა".ბავშვებმა ისაუბრეს მე-18 მე-20 საუკუნეების მწერალთა შეხედულებაზე სწავლა-განათლების საკითხზე..შეადარეს დღევანდელი სწავლა სწავლება უწინდელ
დროს .გამოიყენეს ფოტო და ვიდეო მასალა ,გააკეთეს პრეზენტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე