2014 წლის 10 მარტს მე-6 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე-"ფერის სამყაროში" - ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
გაკვეთილი დაიწყო პროვოცირებით-ეკრანზე ერთმანეთს ცვლიდა სხვადასხვა მხატვართა ფერწერული ნამუშევარი .ხელოვნების მასწავლებელმა ეთერ სულხანიშვილმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეებს გაახსენა ნასწავლი მასალა ფერის შესახებ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი სპექტაკლი "ფერთა პაექრობა"-ელენე დიდებაშვილის სცენარის მიხედვით.მწვანე ფერს ასახიერებდა ნ.აბაშიძე , ყვითელს ე.დიდებაშვილი და წითელს თ. ნასყიდაშვილი.თითოეული მათგანი ამტკიცებდა თავის სილამაზესა და საჭიროებას ბუნებაში.კამათი -პაექრობა შეთანხმებით დასრულდა -მათ გარეშე ბუნება უფერული და ულაზათო იქნებოდა.შემდეგ ინფორმატიკის მასწავლებელმა ფერი დაუკავშირა თანამედროვე ტექნოლოგიებს. ბავშვებმა ისაუბრეს იმ პროგრამების შესახებ
რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა საკუთარი ემოციის ,გრძნობების, განწყობილების, გამოხატვა.სრულყოფილი და ამომწურავი პასუხების შემდეგ კლასი დაიყო შემდეგ ჯგუფებად:" WORD"-ის "PAINT"-ის "POWERPOINT"-ის და "მხატვრების" ჯგუფად..
თითოეულ ჯგუფს უნდა წარმოედგინა ფერადოვანი კომპოზიცია და მოეხდინა მისი პრეზენტაცია.ყველა ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი დავალებას .წარმოდგენილი იყო ნამუშევრები: "გაზაფხული" "ჩემი სახლი", "სიყვარული","მოზაიკა" "შემოდგომა"
"დედას" და სხვა.მხატვრების ჯგუფმა გუაშითა და აკვარელით შეასრულეს "პეიზაჟი" და "ნატურმორტი" .გაკვეთილი მეტად შინაარსიან და ლამაზ გარემოში ჩატარდა.
ვიდეო