2014 წლის 7-14 აპრილს ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის დღეს 14 აპრილს.ამასთან დაკავშირებით ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
7 აპრილი: მე-7 ა კლასში ნანა ქავთარაძემ ჩაატარა თავისუფალი გაკვეთილი რომელიც მიეძღვნა ხარებას (სარწმუნოებას-7.04)
9 აპრილს: საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულებს.
14 აპრილს: ქართულ ენას.
8 აპრილს : მე-9 გ კლასში ნანა კაპატაძემ ჩაატარა გაკვეთილი -ღონისძიება: " თანამედროვე ქართული პოეზია ". მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს XXI საუკუნის პოეტების შემოქმედება და გაანალიზეს თავიანთ მიერ შერჩეული ლექსები.
10 აპრილს:
მე-5 კლასში ეთერ ხუციშვილმა ჩაატარა ღია კაკვეთილი ქართულ ენაში არსებითი და ზედსართავი სახელები. კლასი დაყოფილი იყო 5 ჯგუფად - მასალა შეჩეული იყო ჯგუფური მუშაობისათვის.
10 აპრილს:მე-9 კლასში ნანა ქავთარაძემ ჩაატარა გაკვეთილი- სემინარი : სიმბოლიზმი.
მოსწავლეებს მოძიებული და დამუშავებული ჰქონდათ მასალა ზოგადად სიმბოლიზმის შესახებ, ქართველ სიმბოლიზმზე, "ცისფერყანწელებზე"- ქართველი სიმბოლისტების ლექსები წარმოადგინეს და გააანალიზეს - დაუკავშირეს ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას.
11 აპრილს: მე-9 ბ და მე-9 გ კლასების მონაწილეობით ნინო და ელზა კოვზირიძეებმა
ჩაატარეს ვიქტორინა : როგორ ვიცით ძველი ქართული ლიტერატურა. ორი ჯგუფი ეჯიბრებოდა ერთმანეთს ნაწარმოებების ცოდნაში,პასუხობდნენ ერთმანეთის კითხვებს,
აგრეთვე მასწავლებლების შეთავაზებულ სახალისო კითხვებს, მსჯელობდნენ პერსონაჟებისა და პრობლემების შესახებ. მათ აფასებდა ჟიური.
14 აპრილს: მე-9 ა კლასში ციალა ვარსემაშვილმა და ლია ბეკოშვილმა ჩაატარეს ღონისძიება: "მამული, ენა და სარწმუნოება"-წარმოადგინეს ლექსები ქართული ენის შესახებ, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, ისაუბრეს გმირებზე,რომლებმაც თავი შესწირეს მამულსა და სარწმუნოების დაცვას.ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალურად.

Комментариев нет:
Отправить комментарий