понедельник, 22 сентября 2014 г.

პირველები პირველად!



პირველკლასელები გულისფანცქალით ელოდნენ პირველ მასწავლებელს. ნელი მასწავლებელი მათ დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა .საკლასო ოთახი დაათვალიერებინა , დედა ენა გააცნო.ესაუბრა სკოლაში ქცევის წესებზე შემდეგ კი ბავშვები გაეცნენ მასწავლებელს.ისინი  ლექსებითა და სიმღერებით ცდილობდნენ თავის გამოჩენას.პირველმა დღემ ემოციურად და საინტერესოდ ჩაიარა.


                                                  

среда, 17 сентября 2014 г.

სასწავლო წელი დაიწყო!

                                       



                                                                  2014-2015 სასწავლო წელი დაიწყო !

ჩვენი სკოლის ეზო კვლავ გაივსო მოსწავლეებით და ახმაურდა. განსაკუთრებით პირველკლასელები ელოდნენ პირველი ზარის დარეკვას.ისინი გულისყურით ისმენდნენ დირექტორისა და სასწავლო ნაწილის მილოცვებს.იყო სიმღერა,ლექსი, ცეკვები.პირველკლასელებიც  ცდილობდნენ თავის გამოჩენას
 ლექსებითა და სიმღერით,  შმდეგ კი  დამრიგებლებთან ერთად თაიგულებითა და ფერადი ბუშტებით  გასწიეს საკლასო ოთახებისაკენ.



 

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე