2014 წლის 13 ნოემბერს მე-8 კლასის განაყოფში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე "პირისპირ"-რევაზ ინანიშვილის მიხედვით.
გაკვეთილი დაიწყო მასწავლებლის შესავალი სიტყვით ,რომელიც მიეძღვნა 100000
ქართველი მოწამის ხსენების დღეს -13 ნოემბერს. შემდეგ მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერალ რ.ინანიშვილის ბიოგრაფია,იმსჯელეს , თუ როგორ აისახა ჩვენი ქვეყნის ძნელბედობის ხანა მწერალ რეზო ინანიშვილის ოჯახის ცხოვრებასა და თვითონ მწერლის შემოქმედებაზე ორი -ნოველის "წიგნი" და "პატარა ბიჭი გოლგოთაზე" მიხედვით. ისაუბრეს იმ ბოროტებაზე,რომელმაც ქვეყანაში დაისადგურა,
გააანალიზეს მოვლენები და დაასკვნეს, რომ ადამიანები,აღმოჩნდებიან რა ცხოვრების სირთულეების პირისპირ, აკეთებენ არჩევანს (მართებულს ან არამართებულს ) და ყალიბდებიან ქვეყნის სასარგებლო ან უსარგებლო ადამიანებად.მოსწავლეებმა დღევანდელობასთანაც გაავლეს პარალელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий