пятница, 27 февраля 2015 г.

"ტყის მეფე"

2015 წლის 12 თებერვალს მე-4 კლასში ცისანა ჭარბაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა  შემეცნებითი ღონისძიება თემაზე: " ტყის მეფე"- რომელიც  მიეძღვნა  დავით აღმაშენებელის   მეფობის ხანას.მოსწავლეებმა  სხვადასხვა საშუალებებით წარმოაჩინეს ისტორიული ფაქტები და მოვლენები.ამოხსნეს ისტორიულ თემაზე შექმნილი კროსვორდი,უპასუხეს შემეცნებითი ხასიათის შეკითხვებს, წაიკითხეს ლექსები, თავად დასვეს საინტერესო კითხვები და მოახდინეს მთელი ღონისძიების შეფასება.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა  დირექციის და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

вторник, 10 февраля 2015 г.

სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში

 2015 წლის 6 იანვარს მე-8 კლასში ბიოლოგიის მასწავლებლის , მანანა ბერიკაშვილის მიერ ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში თემაზე:"კუჭქვეშა ჯირკვალი თირკმელზედა ჯირკვალი".გაკვეთილის მომზადებასა და წარმართვაში დიდი წვლილი შეიტანეს მოსწავლეებმა. მათ შეძლეს დამოუკიდებლად კლასგარეშე მასალის მოძიება, გაანალიზება, დასკვნების გაკეთება.
დასახული მიზნის შესაბამისად მოახდინეს ენდოკრინული სისტემის მოქმედების პრინციპზე ცოდნის ფორმირება.
სამოდელო გაკვეთილს დაესწრნენ:რესურს -ცენტრის წარმომადგენელი, ქ-ნი ნინო ღლონტი,სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ქ-ნი  დინარი როგავა, კლასის დამრიგებელი ქ-ნი მარინა ნარჩემაშვილი.გაკვეთილზე დასმულ პრობლემურ კითხვებს მოსწავლეეები გამართულად პასუხობდნენ. მათ წარმოადგინეს გამზადებული პორთფოლიოები,რის საფუძველძეც წარიმართა პრეზენტაცია.ბავშვებმა მოახდინეს თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.გაკვეთილმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

შიდა სასკოლო კონფერენცია









                                                                                                         

2015 წლის 22 იანვარს საბუნებისმეტყველო კათედრაზე ჩატარდა შიდასასკოლო კონფერენცია სადაც განხილული იქნა მე-10 კლასის მოსწავლეთა მიერ დამუშავებული თემები ბიოლოგიაში.თემების ხელმძღვანელია მანანა ბერიკაშვილი. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს : ნატა ბეგოიძემ, მარიამ ჯაჯანიძემ,  მარიამ ტოროსიანმა , სალომე გორგიძემ,ვერიკო კუპრავამ, სოფო მეტრეველმა, ნათია ქობალიამ და სკოლის სხვა მე-10 კლასელებმა.ნაშრომებმა მოწონება დაიმსახურა და გაიგზავნა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 69-ე სასწავლო -შემოქმედებით კონფერენციაზე.


მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე