вторник, 7 апреля 2015 г.

ისტ-ის გარეშე?

2015  წლის 3 აპრილს ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი  "ი ს ტ-ის  გარეშე ?"
( მე-6 ა კლასი პედაგოგი თინათინ ხუციშვილი)
შემაჯამებელ გაკვეთილს ეს სათაური დაერქვა მას შემდეგ რაც მასწავლებლის თხოვნით  ერთ შაბათ-კვირას ბავშვებმა ჩაატარეს ერთგვარი ექსპერიმენტი -" 2 დღე ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე". მათ არ უნდა გამოეყენებინათ ისტ და უნდა მოეძებნათ კავშირის რაიმე სხვა საშუალება. სკოლაში მოსულებს  კი უნადა გაეზიარებინათ  ორი დღის ემოციები და შთაბეჭდილებები. დაისვა კითხვის ნიშანი შესაძლებელია თუ არა დღეს  ისტ-ს გარეშე არსებობა და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებობს ორივე შემთხვევაში. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორი დღის შთაბეჭდილებები, თითოეულმა მათგანმა  აღმოაჩინა მისთვის სასიამოვნო მომენტები ამ სიტუაციაში  მაგრამ ყველამ ერთხმად აღიარა რომ ძალიან გაუჭირდა  კომპიუტერის გარეშე და უფრო მეტად დარწმუნდნენ ისტ-ის სწავლების აუცილებლობაში.გაკვეთილის მეორე ნაწილში მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ მიერ შესწავლილ  პროგრამებზე  და ზოგადად ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე  შემდეგ კი სასურველი თემა აირჩიეს და კომპიუტერზე შეასრულეს : "გაზაფხული",  "ზაფხული","აღდგომა", "დედის დღე",  "ანკეტა-კითხვარი", "ილია ჭავჭავაძე", "სპორტული შეჯიბრი"...და სხვა. შემაჯამებელმა გაკვეთილმა მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა.

Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე