1.05.2015წ.
160-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები
და ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა ბერიკაშვილი საქართველოს უნივერსიტეტში დაესწრნენ
კონფერენციას თემაზე „ადამიანის ევოლუცია“, სადაც ლექცია წაიკითხა ქართველმა ანთროპოლოგმა, მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის
გენერალურმა დირექტორმა, ბ-მა დავით ლორთქიფანიძემ.
მოსწავლეებმა
ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია დმანისის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი
უძველესი ადამიანის მაგვარი არსების თავის
ქალას შესახებ, რომელსაც- homo erectus-ის წინაპრად მიიჩნევენ, მისი დროებითი სახელია-homo
georgikus-ი.
ლექციის შემდეგ
დაათვალიერეს უნივერსიტეტში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები: „მზია და
ზეზვას“ თავის ქალები, ხმალკბილა ვეფხვის თავის ქალა და სხვა.
ახალგაზრდებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიება და გამოთქვეს სურვილი,
მონაწილეობა მიიღონ არქეოლოგიურ ექსპედიციებში და თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეიტანონ
ქართული არქეოლოგიის წინსვლაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий