вторник, 27 октября 2015 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი

2015 წლის 27 ოქტომბერს  I-გ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ და ინგლისურ ენაში. (პედაგოგები: ცისანა ჭარბაძე, ალდონა მალანია) პირველკლასელებმა გამოავლინეს მეტყველების კულტურა. ისინი ცნობენ ანბანის ყველა ასოს.ბუკების დახმარებით შეადგინეს მარცვლები,სიტყვები.ისაუბრეს სასვენი ნიშნების დანიშნულებაზე. შეავსეს რებუსი , ბოლო სიტყვა იყო "ინგლისური".ბავშვებმა შეძლეს ინგლისური ლექსების გამართულად გამოთქმა.ფლეშბარათის დახმარებით სიტყვების ამოცნობა,ინგლისური  ანბანის ზეპირად წარმოთქმა.შეასრულეს ინგლისური სიმღერა"SAY  HELLO".მოსწავლეებმა გაითამაშეს პატარა დიალოგი "ერთმანეთის გაცნობა".მერე მათემატიკასაც  "ვესტუმრეთ"-გავარჩიეთ   ფიგურები,დავადგინეთ მათი რაოდენობა და მოვნიშნეთ საჭირო ციფრები.აღსანიშნავია  ბავშვების ურთიერთობა  სსსმ მოსწავლეებთან. გაკვეთილის ბოლოს ყველამ სამახსოვრო"სტიკერები" დაიმსახურა.სკოლის დირექციამ აღნიშნულ გაკვეთილს  მაღალი შეფასება მისცა.   VIDEO- პირველი კლასი





"დედამიწის ჩივილი"

მე-4 კლასის მოსწავლეების მიერ  (პედაგოგი -მზევინარ ჩაფიძე) სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება თემაზე -"დედამიწის ჩივილი"
 ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები, მშობლები ,მოსწავლეები.
ყურადღება გამახვილდა ჰაერის, წყლის დაბინძურებაზე, ნაგავსაყრელებზე ,სადაც თავს იყრიან მაწანწალა ძაღლები. საუბარი იყო "ეკოკლუბებზე".მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი  "მაწანწალა ძაღლები". ამისათვის დაიყვნენ ჯგუფებად. შეაგროვეს მასალები, გამოუშვეს კედლის გაზეთი გვანცა სვანაძის რედაქტორობით.მოახდინეს ამ პროექტის პრეზენტაცია.
   ბოლოს მოუწოდეთ ყველა მოსწავლეს,  მშობელს  გაეთიანდნენ  " ეკოკლუბებში"   რათა დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე