მოსწავლეებში
სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებისთვის მე-5 კლასში ჩატარდა ანკეტური გამოკითხვა.(კლასის ხელმძღვანელი მანანა ბერიკაშვილი)
2 რამდენად
ხშირად ატარებთ დროს მეგობრებთან ერთად?
3 თანაკლასელმა
გაწყენინა, როგორი იქნება შენი საპასუხო მოქმედება?
4 რა თვისებებს
აფასებთ ადამიანში?
5 მეგობრობთ
ბიჭებთან (გოგონებთან)?
6 შენს
ამხანაგს ჩაგრავენ, როგორ მოიქცევი შენ?
მოსწავლეებმა კითხვებზე
პასუხი გასცეს.მეხუთე კლასის მოსწავლეები ჯერ კიდევ პატარები არიან იმისთვის, რომ კომუნიკაციის უნარი სრულყოფილად ჰქონდეთ ჩამოყალიბებული, ამიტომ გადავწყვიტე განმეხორციელებინა აქტივობა სოციალური უნარ-ჩვევების განსავითარებლად და ბავშვები წამეყვანა გასართობ ცენტრში. აქტივობის განხორციელებით დაინტერესდნენ-რა მოსწავლეები და მშობლები, გადაწყვიტეს კლასის საათის ჩატარება გასართობ ცენტრში-„სქაი პლაზაში“მხიაარული შეჯიბრების“ სახით.
19.12.2015 წელს5-3
კლასის მოსწავლეები, მშობლები და და დამრიგებელი შეთანხმდნენ გასართობ ცენტრში ერთობლივად
წასულიყვნენ.
მოსწავლეები ორ ჯგუფად
დაიყვნენ: გოგონების გუნდი და ვაჟების გუნდი.
შეჯიბრის დროს მოსწავლეთა დევიზი იყო „ერთის გამარჯვრბა
ყველას გამარჯვებაა“. მოსწავლეებმა გამოავლინეს ურთიერთზრუნვის და ურთიერთდახმარების
სანიმუშო ქცევები. ერთმანეთს ამხნევებდნენ შეძახილებით, ცდილობდნენ ერთმანეთს დახმარებოდნენ
წარმატების მოპოვებაში.
ერთი
მიზნისკენ სწრაფვამ ისინი გააერთიანა და მეტი სიყვარული და თბილი დამოკიდებულება გამოიჩინეს
ერთმანეთის მიმართ.
სკოლაში
დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები მსჯელობდნენ ჩატარებული აქტივობის შესახებ და სიამოვნებით
აანალიზებდნენ მომხდარს.
Комментариев нет:
Отправить комментарий