2017 წლის 22 თებერვალს მე-6 გ კლასში ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი სამხატვრო აკადემიის მე-3 კორპუსში ე.წ. "FAB-LAB"-ში.(პედაგოგი-თინათინ ხუციშვილი)
Fab Lab Academy of Art-ში მეგზურობა პროფესორმა გოჩა ჩიტაიშვილმა გაგვიწია , მან წაგვიკითხა მინი ლექცია 3D პრინტერების მუშაობის პრინციპების შესახებ , თავის მხრივ ბავშვებმა ისაუბრეს წინა თაობის პრინტერებზე:მატრიცულ თავაკიან , ჭავლურ და ლაზერულ პრინტერებზე და შეადარეს ისინი ერთმანეთს. აღინიშნა 3D პრინტერის გამოყენების ფართო სპექტრი, როგორც სასწავლო პროცესში ასევე საწარმოო და კომერციულ სფეროებშიც. ბ-ნ გოჩა ჩიტაიშვილმა ბავშვებთან ერთად შექმნა სამახსოვრო რესურსი 160-ე საჯარო სკოლის ლოგოთი. ბავშვები დიდი ინტერესით იღებდნენ მონაწილეობას ამ პროცესში. გასვლითი გაკვეთილი მეტად შინაარსიანი და სახალისო იყო.