четверг, 15 февраля 2018 г.

"ოქროს სიგელით" დაჯილდოვდა.

ჩვენი სკოლის მოსწავლე ბექა მურჯიკნელი მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტის" საშემოდგომო სეზონის ფინალისტი გახდა. ასევე წარმატება მოიპოვა ოქროს ტურში და შესაბამისად "ოქროს სიგელით" დაჯილდოვდა.
ვულოცავთ ბექა მურჯიკნელს ამ წარმატებას და ვუსურვებთ სამომავლოდ მრავალ გამარჯვებას, 

"ათენი- დემოკრატიის სამშობლო ".

2017 წლის 29 ნოემბერს  მე-7 ბ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიაში პედაგოგი ნინო ხუციშვილი. გაკვეთილის თემა იყო "ათენი- დემოკრატიის სამშობლო ".  გაკვეთილის ორგანიზების ფორმა იყო ჯგუფური. ბავშვებმა საინტერესოდ იმუშავეს ჯგუფებში, რაც მოსწავლეებში თანამშრომლობითი სწავლებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გრძნობის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

"ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიცხვებს"

8 დეკემბერს მე-3 ა კლასში პედაგოგ მაია ზაზიკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღია კაგვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის თემა იყო "ვკითხულობთ და გამოვსახავთ რიცხვებს". ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.გაკვეთილი ჩატარდა სახალისო აქტივობების გამოყენებით.ძალიან ლამაზი  იყო ყვავილები ,როლითაც მათ გაკვეთილი  და საკუთარი თავი შეაფასეს. 

"როგორ მუშაობს კომპიუტერი"

4 დეკემბერს მე-5 დ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტ-ში. გაკვეთილის თემა იყო "როგორ იმახსოვრებს კომპიუტერი ინფორმაციას და როგორ მუშაობს კომპიუტერი. გაკვეთილი წარიმართა მრავალი ელექტრონული აქტივობების გამოყენებით , რაც მოსწავლეებში დიდ ინტერესს და მოტივაციას იწვევდა .გაკვეთილი მეტად შინაარსიანი, შემეცნებითი და ხალისიანი იყო. 

სპორტული ღონისძიება

2017 წლის 27-29 ნოემბერს 160-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მე-7 კლასელებს შორის შეჯიბრი კალათბურთში. მონაწილეობა მიიღო ბიჭების სამმა და გოგონების ორმა გუნდმა. ბიჭებში გაიმარჯვა მე-7 ა კლასმა, ხოლო გოგონებში
მე-7 ბ კლასმა . შეჯიბრის ორგანიზატორები იყვნენ : ლაშა თავართქილაძე და გოგი თანდილაშვილი.

ღია გაკვეთილი "ირემი"

2017 წლის 30 ნოემბერს მე-2 დ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე "ირემი". ეზოპეს იგავის მიხედვით . გაკვეთილი მეტად სინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე