пятница, 5 июля 2019 г.

თინათინ ხუციშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

კვლევის რეფლექცია
კვ 
თანამედროვე ტექნოლოგიების  დანერგვა სასწავლო პროცესში
(დისტანციური სწავლება)



დაწყებითი საფეხური VI-კლასი

კვლევის ანგარიში


თინათინ ხუციშვილი
სსიპ 160-ე საჯარო სკოლა
2019 წელი


                                                                ს ა რ ჩ ე ვ ი                                                  



თავი 1
შ ე ს ა ვ ა ლ ი
I.1. აქტუალურობა
ნაშრომში მოცემულია პრაქტიკის კვლევის ანგარიში, რომელიც ეხება თანამედროვე ტექნოლოგიების  დანერგვას,  დისტანციური   სწავლების  ეფექტიანობას,  დინამიური მონაცემების  გამოყენების ხერხებს
 სასწავლო პროცესში.
   საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ხდება მისი აქტიური ჩართვა სასწავლო პროცესში. იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა ჰარმონიულ ინტეგრაციას საინფორმაციო საზოგადოებასთან. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას, უნარებისა და სწავლის სურვილის ფორმირებას, ცოდნის დაუფლებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ეხმარება მოსწავლეს გამოავლინოს და განავითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა:  მიზნის გაცნობიერება;  ადრე მიღებული ცოდნის აქტიური            რეპროდუქცირება;  მზა წყაროებზე დაყრდნობით ცოდნის შევსება;  კვლევა–ძიების დამოუკიდებლად წარმართვა.
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლებაში მასწავლებელს, მის კოლეგებს, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს თვისებრივად შეცვალოს სწავლების შინაარსი, მეთოდები და ორგანიზაციული ფორმები, განახორციელოს სწავლებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, მოახდინოს სასწავლო პროცესის ჰუმანიზება, ინდივიდუალიზაცია, ინტენსიფიკაცია, რათა მიღწეულ იქნას სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
I.2. მიზანი
მოსწავლეთა ინტერესი ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართ  დიდია, მაგრამ მე-6 კლასის მეორე სემესტრში მათ თითქმის განვლილი აქვთ მასალა-„საოფისე პროგრამები“ და ძირითადი საკითხები , რაც ესგ-ს გეგმითაა გათვალისწინებული,  ამიტომ  უნდათ თვალსაჩინო მაგალითი იმისა თუ , როგორ გამოიყენებენ ისინი თავის ცოდნას სხვა საგნებში, მეცნიერულ თუ სოციალურ სფეროში, ყოფა-ცხოვრებაში და სხვა ასპექტში. მათი ინტერესი თანდათან ნელდება, ამიტომ გადავწყვიტე მომეძებნა ამის მიზეზი და მეძია  გზები მათი მოტივაციის ასამაღლებლად.

I.3. სტრუქტურა
თავდაპირველად  უნდა გამერკვია მოსწავლეთა  საჭიროებები, ინტერესთა სფერო, სურვილები. ჩამომეყალიბებინა კვლევის მიზნები და დამესახა სამუშაო გეგმა. 
მკვლევარების აღმოჩენებმა,  კვალიფიკაციის ამაღლების კურსებმა, პროექტებში მონაწილეობამ, სხვათა გამოცდილებამ, საკუთარმა ცნობისმოყვარეობამ და ყველაზე მეტად მოსწავლეთა უკუკავშირმა და შეფასების შედეგებმა, მომცა სტიმული    კვლევისა და შემდგომი განვითარებისთვის.

შევიმუშავე სამოქმედო გეგმა:ლევის რ1.4 ძირითადი დასკვნები
I.        მოსწავლეები  ნაკლებ დროს უთმობენ კომპიუტერში ახალი მასალის ძიებას და ახალი მასწავლი პროგრამების გაცნობას.
II.        კომპიუტერში ძირითადად დაკავებულები არიან  გართობითა და სოციალ ქსელში ურთიერთობით.
III.        მშობლები ნაკლებად ახერხებენ მათ კონტროლს.
   ყოველივე ამან გადამაწყვეტინა ჩამეტარებინა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად. ვთვლი, რომ კვლევა  ნამდვილად მოგვცემს დადებით შედეგებს,  რაც აისახება მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასა და აკადემიურ მოსწრებაში. ჩემს გამოცდილებას  აუცილებლად გავუზიარებ  კოლეგებს .

















მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე