пятница, 17 марта 2023 г.

დაჯილდოვება

 


პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის,, ფარგლებში, 2021-2022 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, საჩუქრად გადაეცათ პორტაბელური კომპიუტერები!

დამრიგებლები:
ციალა ვარსემაშვილი
ნანა ქავთარაძე
ანი ხავთასი
გიორგი წიწაკიშვილი.
საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ თითოეულ მოსწავლეს ამ წარმატებებს და ამავე დროს, ამ სიხარულის მონაწილე და თანამოზიარე მათ შესანიშნავ პედაგოგებს, დირექციას!
კვლავ მრავალი წარმატებული და სასახელო თაობა აგღეზარდოთ!

воскресенье, 5 марта 2023 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი



 ინტეგრირებული (ქართული;მათემატიკა)სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. პირველი "გ" კლასი.

четверг, 2 марта 2023 г.

“ბარათებით მილოცვის ტრადიცია”!




წელიწადის დრო-გაზაფხული ულამაზესია არამარტო გარემოს მორთულ-მოკაზმულობით, არამედ დღესასწაულებითაც, განსაკუთრებით 3 მარტი, რაც ყველა ბავშვის გულში განსხვავებულ ემოციებს აღძრავს. ჩემი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ თითოეული აღსაზრდელისთვის ორმაგი სიხარული მიმენიჭებინა. ერთი-ხელოვნების სასახლის ღირსშესანიშნაობით მიღებული შთაბეჭდილებები, ხოლო მეორე კი უძვირფასესი ადამიანებისთვის მიძღვნილი პროგრამა- “ბარათებით მილოცვის ტრადიცია”!

ბავშვებს საშუალება მიეცათ და საყვარელ ადამიანებს საკუთარი ხელით დაუმზადეს მისალოცი ბარათები.
მოსწავლეებმა პროგრამასთან ერთად იხილეს ახალი გამოფენა - “ქართული პორტრეტი”, სადაც წარმოდგენილი იყო პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, ლადო გუდიაშვილის, კირილე ზდანევიჩისა და სხვა დიდ მხატვართა კოლექციები.
ასევე, პროგრამის მიზანი იყო- ბავშვების დაინტერესება მუზეუმით,
ხელოვნებითა და
ეროვნული კულტურით. გამოიმუშავეს ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარი.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე