პირველი კლასი ყველა აღსაზრდელისთვის ჯადოსნური ეტაპია. მასწავლებლებისთვის კი ურთულესი გამოწვევა, მეტად საპასუხისმგებლო, მოსაფრთხილებელი და ემოციურად გაწონასწორებული. ვალდებულნი ვართ, მოსწავლეებს სწავლების უნივერსალური დიზაინი შევთავაზოთ და ყველა მადგანი თანაბრად ჩავრთოთ რთულ, მაგრამ სახალისო, საინტერესო სასწავლო პროცესში.სახელმძღვანელოს ავტორმა, ქალბატონმა ეკატერინემ დიაგნოსტიკური ტესტითა და შემეცნებითი აქტივობებით შეამოწმა მოსწავლეების საბაზისო ცოდნა და უნარები და დადებითი უკუკავშირიც მივიღეთ. ,,ისწავლე კითხვა მარტივად" - სახელმძღვანელოა, რომელიც გიმარტივებს კითხვის სწავლების პროცესს. დამხმარე სახელმძღვანელოში
მოცემული დავალების პირობები ისეა შედგენილი, რომ მოსწავლემ მისი დამოუკიდებლად წაკითხვა- გააზრება შეძლოს.
მადლობა ქალბატონ ეკატერინეს ასეთი არაჩვეულებრივი სახელმძღვანელოსთვის.
ვთვლით, მიზანი მიღწეულია და შევძელით დედაენის სამყაროში მოგზაურობა ისე, როგორც ზღაპრის გმირებს სჩვევიათ.
პატარებო, მიყვარხართ