вторник, 30 ноября 2010 г.
ი ტ ა ლ ი ა
2010 წლის 15 ნოემბერს მე-11 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე-”იტალია” -პედაგოგი მიმოზა მაისურაძე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული მასალა იტალიის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მრეწველობაზე , ისტორიულ-არქირექტურულ ნაგებობებზე, ღირებულებებზე, იტალიურ სამზარეულოზე , მოდაზე, ფეხბურთზე, დღესასწაულებზე და სხვა. კომპიუტერზე სპეციალური პროგრამის საშუალებით მოახდინეს იტალიის გეოგრაფიული მდებარეობის და რელიეფის დათვალიერება , ასევე სატელიტით სხვადასხვა ქალაქისა და ობიექტის კოორდინატების განსაზღვრა. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა . ბავშვებმა იტალიის მაგალითზე შეძლეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება . უნარ-ჩვევების,მასალის მოძიების ,დამუშავების და ანალიზის თვალსაზრისით.
პედაგოგთა ექსკურსია დავით-გარეჯში
2010 წლის 7 ნოემბერს ჩვენი სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა მოაწყო ექსკურსია დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც საგარეჯოს რეგიონში უდაბნოში მდებარეობს. დავით -გარეჯის როლი ფასდაუდებელია ქართული კულტურის განვითარებაში.”მივცეთ დავით-გარეჯი ერს, რომელსაც ისტორია არა აქვს და ისტორია ექნებაო”- ბრძანა აკადემიკოსმა ნიკო კეცხოველმა. იგი აუგია მე-6 საუკუნეში დავით გარეჯელს. დავითის ლავრა,ნათლისმცემელი და დოდოს რქა ყველაზე ძველია.სულ თექვსმეტამდე კომპლექსია, მაგრამ ყველას ნახვა ვერ მოხერხდა . აქ შუასაუკუნეებში გახსნილი იყო სამხატვრო სკოლა,რომლის როლი დიდია ფერწერული ხელოვნების განვითარებაში. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ბერთებნის ,უდაბნოს და ნათლისმცემლის ფრესკები. აქ განისვენებენ (დავითის ლავრაში) დავით გარეჯელი, მისი მოწაფე ლუკიანე, დოდო გარეჯელი.დავით-გარეჯის არქიტექტურის მრავალფეროვნებამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.
”ილია საქართველოს მამა”
IV-ბ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ცისანა ჭარბაძის მიერ ჩატარდა ლიტერატურული ჟურნალი
”ილია-საქართველოს მამა”. მოსწავლეებმა საინტერესო პერსონალური კედლის გაზეთები წარმოადგინეს . ინტერნეტში
მოიძიეს ილიასთან დაკავშირებული მასალა: მოგონებები, წერილები და ავტობიოგრაფიული თხზულებები. საღამომ
საინტერესოდ ჩაიარა.
ინკლუზიური სწავლება
ინკლუზიური სწავლება ჩვენ სკოლაში მეტად აქტუალურია.ინკლუზიური განათლება ნიშნავს სპეციალური საგანმანათლებლო სწავლებას, მოსწავლეების ჩართულობას სასწავლო პროცესში,ამიტომ სკოლამ მიზნად დაისახა მათი სოციალური ინტეგრაცია და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა,განვითარება.
პედაგოგ ცისანა ჭარბაძის კლასში ჩატარდა ღონისძიება ”ნორჩი ანტროპოლოგი”
2010 წლის 10 ნოემბერს პედაგოგ ცისანა ჭარბაძის სადამრიგებლო კლასში ჩატარდა ღონისძიება ”ნორჩი ანთროპოლოგი”
ბავშვებმა მოიძიეს ძველი გატეხილი ნივთები, აღადგინეს და განაახლეს ისინი,რამაც ბავშვებში დიდი ემოციები გამოიწვია .
Подписаться на:
Сообщения (Atom)
მუზეუმში
27 ნოემბერს Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე
-
მოსწავლეებში გამომეტყველებითი კითხვის უნარის განვითარებისათვის დავგეგმეთ პროექტი"ჩვენ გვიყვარს პოეზია" (პედაგოგი - ელიზა კოვზირ...
-
გული ვიდეო 05.02.2016 სასწავლო წელს მე-10 ბ კლასში ჩატარდა ვიდეო გაკვეთილი თემაზე : "ძუძუმწოვრების სისხლის მიმოქცევა. გულისა და ...
-
2016 წლის 15 მარტს პირველ გ კლასში პედაგოგ ცისანა ჭარბაძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა კლასგარეშე ღონისძიება დედის დღესთან დაკავშირებით. ...