четверг, 9 декабря 2010 г.

ისტორიის შემაჯამებელი გაკვეთილი

2010 წლის 26 ნოემბერს საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეულთან დაკავშირებით, პედაგოგ ლალი კაპანაძის მიერ, X კლასში ჩატარდა გაკვეთილი-სემინარი თემაზე: ”რა არის ისტორია”. სემინარის მიზანი იყო აგვეხსნა:
1. ისტორიის, როგორც მეცნიერების არსი;
2. რა სახის მეცნიერებები და დისციპლინები გვეხმარებიან ისტორიული წყაროების კვლევასა და ანალიზის პროცესში;
3. რა უნდა გაითვალისწინოს მკვლევარმა ისტორიული ნაშრომის შექმნის პროცესში
 ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს, როგორც საპროგრამო, ისე დამატებითი ლიტერატურიდან მოძიებული ინფორმაცია, რაც შესაბამისად გაჯერებული იყო მრავლფეროვანი, შემეცნებითი ვიზუალური მასალით. მათ წარმოაჩინეს კვლევის, ინფორმაციის დაჯგუფების, კრიტიკული აზროვნების, პარალელების გავლების უნარები.
 შემაჯამებელ ეტაპზე მოსწავლეებმა მასწვლებელთან ერთად შეაჯამეს გაკვეთილზე განხილული საკითხები, საინტერესოდ ჩამოაყალიბეს ისტორიის არსი, დანიშნულება და მისი შესწავლის აუცილებლობა.

Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე