четверг, 9 декабря 2010 г.

შიდსი-მსოფლიო პრობლემა

მე-20 საუკუნის ბოლოს მეცნიერებს დიდი თავსატეხი გაუჩინა
აივ – ვირუსის მოქმედებით გამოწვეულმა დაავადებამ, რომელსაც
შიდსი (შეძენილი იმუნო – დეფიციტის სინდრომი) ეწოდება.
1-5 დეკემბერი აღინიშნება მსოფლიოში აივ – ვირუსის
გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დღეებად. 9 კლასის
მოსწავლეები გამოეხმაურნენამ თარიღს და კლასის
ორგანიზატორის – თეონა ნადირაძის თაოსნობით
2 დეკემბერს მოაწყვეს დისკუსია თემაზე: ,,შიდსის წინააღმდეგ
ბრძოლის დღეები საქართველოში”.
 დისკუსიაში მონაწილეებმა გააკეთეს პრეზენტაცია, რომელზეც იმსჯელეს: ვირუსის გადაცემის გზებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე საქართველოში აივ – ვირუსის გავრცელების ხელისშემწყობ ფაქტორებზე. აღნიშნეს, რომ ვირუსის მატარებელი ადამიანი ინფიცირებულია, მაგრამ ვირუსის გადაცემის გზების გათვალისწინებით მისი გარიყვა ადამიანებისგან არ შეიძლება, იგი საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნებაა და აქტიურად უნდა იქნას ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სპორტულ ცხოვრებაში (მაგალითად: ჭადრაკი, შაში) და მისთვის საგანგებოდ შერჩეულ შრომით საქმიანობაში.

Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე