2012 წლის 22 მაისს ხელოვნების მოყვარულთა კლუბის წევრები
და მე-6 კლასის მოსწავლეები ვესტუმრეთ სახელოსნო "შროშანს"
რომლის ხელმძღვანელი ქ-ნი მარინა წიკლაური აქარგვინებს
სამოსს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის.
სახელოსნოში შევხვდით მქარგველებს , მათ ხელმძღვანელს ქ-ნ
ეთერ უროტაძეს , მათ კონსულტანტს -ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორს ი.მელიქიშვილს. მქარგველებმა ჩვენთვის "მასტერ
კლასი"მოაწყვეს და ქართული ნაქარგობის მრავალფეროვანი
ტექნიკის ნიმუშები წარმოადგინეს - ჩვენს თვალწინ მცირე
მონაკვეთები მოქარგეს. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ
ცხოვრებაში ეს დღე ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий