четверг, 26 июля 2012 г.

სიყვარული და ხელოვნება

                                   სიყვარული და ხელოვნება

2012 წლის 4 ივნისს  ხელოვნების მოყვარულთა  კლუბმა სკოლის
 თვითმმართველობასთან ერთად ჩაატარა საღამო "სიყვარული
და ხელოვნება". მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა
 წარმოგვიდგინეს ინფორმაცია ცნობილი  დიდი  მხატვრების
 სიყვარულზე და ამ მხატვართადიდი სიყვარულით შექმნილი
 ნაწარმოებები.ვისაუბრეთ ამადეო მოდილიანისა და ჟანას ,
 სალვადორ დალისა და გალას, პაბლო პიკასოს სხვადასხვა
სიყვარულზე და ნიკო ფიროსმანისა და აქტრისა მარგარიტას
სიყვარულზე.საუბრის პარალელურად მიდიოდა ნაწარმოებთა
 ჩვენება ყველა კომპიუტერის ეკრანზე და მონიტორზე მუსიკის
 თანხლებით.საღამოზე მოწვეულმა სტუმარმა -საქართველოს
 ეროვნული მუზეუმის აკად. შ.ამირანაშვილის ხელოვნების
 მუზეუმის ხელნაწერთა  და მემუარული ფონდის უფროსმა
 კურატორმა , ხელოვნებათმცოდნეობისდოქტორმა ნ. გოგელიამ
 მოგვაწოდა ინფორმაცია აქტრისა მარგარიტასშესახებ-1968 წელს
 პარიზში , ფიროსმანის გამოფენაზე მობრძანდა ქალბატონი
 გაჩერდა მარგარიტას პორტრეტთან და განაცხადა, რომ
თავად იყო აქტრისა მარგარიტა. ქალბატონს ფოტოც გადაუღეს.
 ფოტო აკად. შ.ამირანაშვილის არქივშია დაცული.სწორედ ეს
 ფოტო წარმოადგინა ქ-მა ნანამ საინტერესო ინფორმაციასთან
 ერთად.შემდეგ მოსწავლეებმა საღამო გაამდიდრეს ქართული
 პოეზიისა და ფოლკლორის ნიმუშებით.საღამოს კიდევ ერთმა
 სტუმარმა ჯეოსტარისგამარჯვებულმა თინა ჭულუხიძემ
 გვიმღერა ქართული ხალხური სიმღერები.მოსწავლეებმა
 საღამო დაასრულეს პატრიარქის საგალობლითდა რწმენით,
რომ სიყვარული დიდი ნიჭია და ყველაფერი გენიალური და
 მნიშვნელოვანი სიყვარულით იქმნება.

Комментариев нет:

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე