среда, 26 июня 2013 г.

ჩვენი სკოლა

2012 წლის ნოემბრიდან ჩვენ სკოლაში ფუნქციონირებს სახელოვნებო სკოლა "ლირა"
რომელშიც გახსნილია შემდეგი განყოფილებები:
1. საფორტეპიანო-ექვსწლედი
2. ფოლკლორი ხალხური საკრავებით-ფანდური,სალამური, ხალხური სიმღერა-ხუთწლედი
3.საესტრადო ვოკალი-ხუთწლედი.
4.ხატვა - ფერწერა,გრაფიკა-ხუთწლედი
5.გიტარა-ხუთწლედი
ჩვენი სკოლის მოსწავლეები და სხვა სკოლის ბავშვები დიდი ხალისით სწავლობენ აღნიშნულ სპეციალობებზე.სასწავლო წელი დამთავრდა და მოეწყო სასკოლო ზეიმი სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით.

вторник, 25 июня 2013 г.

ექსკურსია შიომღვიმში


ა.წ.17 ივნისს მე-6 კლასში-კლასის ხელმძღვანელი მარინე ნარჩემაშვილი.მოეწყო სასწავლო ექსკურსია შიომღვიმეს
 მონასტერში,რომელიც  13 ასურელი მამათაგან ერთერთის სახელობისაა.ბავშვებმა დაათვალიერეს მცხეთა,დედათა მონასტერი
გაეცნენ ქალაქის ისტორიულ წარსულს.წარმოადგინეს მათ მიერ მოძიებული მასალა მცხეთაზე და გამოკვეთეს მცხეთის მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში.ექსკურსია მეტად შინაარსიანი იყო.

понедельник, 17 июня 2013 г.

სამოქალაქო განათლება

2013 წლის 24 მაისს  2 სესიად ჩატარდა სემინარი სამოქალაქო განათლებაში თემა:
"მომავალი მომავლისათვის" სადაც მონაწილეობდნენ 160-ე საჯარო სკოლის  მე-3 საფეხურის მოსწავლეები და მოწვეული  სტუმრები.ტრენინგს უძღვებოდნენ  ამავე სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი:დოქტორი ლალი კაპანაძე და
გეოგრაფი მიმოზა მაისურაძე.განხილული იყო თემები:
1. გლობალიზაცია და ჩვენ
2.სახელმწიფო მმართველობის ფორმები.
მინი ლექციასთან ერთად ამავე თემაზე ჩატარდა ინტერაქტიული თამაშები, სადაც  დიდი ხალისით მონაწილეობდნენ მოსწავლეები.

четверг, 13 июня 2013 г.

სასწავლო ექსკურსია ბორჯომში

2013 წლის 18 მაისს მე-7 კლასში პედაგოგი მიმოზა მაისურაძე და 2 ივნისს მე-10 კლასში-  პედაგოგი ნინო კალმახელიძე ჩატარდა სასწავლო ექსკურსია სვლა-გეზით: ბორჯომი, ტიმოთეს უბანი,მწვანე მონასტერი. მოსწავლეები გულისყურით გაეცნენ ამ კუთხის ისტორიასა და გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობასსაქართველოსთვის ისაუბრეს ისტორიულ წარსულზე, ახლანდელ მდგომარეობაზე, ეკოლოგიაზე.ერთმანეთს გააცნეს ინტერნეტით მოძიებული მასალა. ექსკურსიამ მეტად შინაარსიანად ჩაიარა.                        

ცხოველების გასაჭირი

2013 წლის 5 ივნისს  მე-3 კლასში ხელმძღვანელი ია დავითულიანი ჩატარდა ღონისძიება
ეკოლოგიურ თემაზე -ცხოველების  გასაჭირი. მოსწავლეებმა ღრმად და საფუძვლიანად
გააშუქეს "წითელ წიგნში" შეყვანილ ცხოველთა გასაჭირი. ისინი გადაშენების გზაზე არიან დამდგარი. ამიტომ მოუწოდებენ ადამიანებს (განსაკუთრებით მონადირეებს)
დაიცვან კანონი მათი უსაფრთხოების შესახებ, რადგან ბუნება ცხოველებისა  და ფრინველების  გარეშე სილამაზეს კარგავს და ჩვენი ცხოვრებაც აღარ იქნება მიმზიდველი და მრავალფეროვანი.

მსოფლიო საოცრებები

2013 წლის  24 მაისს მე-7 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ისტორიასა და გეოგრაფიაში თემაზე "მსოფლიო საოცრებები". პედაგოგები თეა შარიქაძე და ნინო იმნაძე
წარმოდგენილი იყო მსოფლიოს შვიდი ისტორიული და შვიდი ბუნებრივი საოცრება.
მოსწავლეებს თითოეულ მათგანზე ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მოძიებული და
წარმოდგენილი სლაიდების სახით. ასევე მოამზადეს კედლის გაზეთები ამავე თემაზე.
გაკვეთილმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა

среда, 12 июня 2013 г.

ექსკურსია ღვთაების მონასტერში

2013 წლის 13 ივნისს  მე-4  კლასში ხელმძღვანელი მაკა მაისურაძე ჩატარდა ქსკურსია ნორიოს ღვთაების მონასტერში. ექსკურსია იყო სასწავლო-შემეცნებითი. ბავშვებმა გაიხსენეს საქართველოს ისტორია,სამშობლოსათვის თავდადებული გმირები,წაიკითხეს
ლექსები სამშობლოზე.მონასტრის ბერებმა მოუსმინეს ბავშვებს,დალოცეს და თითოეულ
მოსწავლეს  საჩუქრად გადასცეს მონასტრის სურათები.

"საქართველოო ლამაზო"

2013 წლის 11 ივნისს ბავშვთა ცენტრში "ბალუ" ,ჩატარდა გამოსაშვები საღამო  სახელწოდებით"საქართველოო ლამაზო". ღონისძიება მიეძღვნა მე-4 კლასის გამოშვებას.
კლასის ხელმძღვანელი მაკა გობეჯიშვილი.ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, გამოჩენილი
ადამიანების სიტყვები,იმღერეს და იცეკვეს.ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები
დირექციის წარმომადგენლები და მშობლები.საღამომ შინაარსიანად და ხალისიანად ჩაიარა.

მცხეთა-ჯვარი- საგურამო

013 წლის 7 ივნისს მე-3 კლასში ხელმძღვანელი ია დავითულიანის და მშობელთა აქტივის მონაწილეობით მოეწყო სასწავლო ექსკურსია მცხეთა-ჯვარი - საგურამო.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს წმინდანებს სვეტიცხოველში, ჯვარსა და დედათა მონასტერში. საგურამოში ილია ჭაჭავაძის სახლმუზეუმში წარმოადგინეს პატარა მონტაჟი პოეტის ცხოვრებასა დამოღვაწეობაზე.ექსკურსიამ მეტად შინაარსიანად ჩაიარა.

ექსკურსია მცხეთაში

2013 წლის 8 ივნისს, მე-2 კლასის მოსწავლეები (ხელმძღვანელი მაია ზაზიკაშვილი)  იყვნენ სასწავლო ექსკურსიაზე წილკნის ღვთისმშობლის მონასტერში. დაათვალიერეს მონასტერი, გაეცნენ მის ისტორიას.  ბავშვებს მოძიებული ჰქონდათ მასალები ინტერნეტით და გაუზიარეს ერთმანეთს. ექსკურსიამ საინტერესოდ და აზრიანად ჩაიარა.

вторник, 11 июня 2013 г.

კონფერენცია-2013



2013 წლის მაისში მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა 67-ე რესპუბლიკური სასწავლო- შემოქმედებითი კონფერენცია,რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 160-ე საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასსის მოსწავლეებმა. მე-9 კლასის მოსწავლეები-ლიკა ნაჭყებია და ცირა ბუთბაია დაჯილდოვდა სიგელებით,ხოლო მე-10 კლასის მოსწავლეები-მარიამ კალატოზიშვილი,მარიამ ბიზიკაშვილი,ლალი თუთარაშვილი და თორნიკე ძიძიშვილი დაჯილდოვდა მე-2 ხასისხის დიპლომებით. მათ ხელმძღვანელს,ბიოლოგიის მასწავლებელს სასახლის დირექტორის, ქ.ფეიქრიშვილის მიერ გადაეცა მადლობის ფურცელი 67-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის (ბილოგიის ) სექციაში მონაწილეობისთვის.

ექსკურსია ქუთაისში

                                         

2013 წლის 8 ივნისს მე-11 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო ექსკურსია ქუთაისში (ხელმძღვანელი მანანა ბერიკაშვილი). ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილების გაცნობა-დათვარიელება. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ბაგრატის ტაძარი მოწამეთა მონასტერი,გელათი,სათაფლიის ნაკრძალი,სათაფლიის მღვიმე, 10 ივნისს ჩატარდა დისკუსია სადაც შეადარეს მილიონი წლის წინანდელი და დღევანდელი მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. ისაუბრეს,იმსჯელეს ნაკრძალების, გარემოს დაცვის დიდ მნიშვნელობაზე სადაც „გაცოცხლებულია“ საქართველოს პრეისტორიული ბუნების ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები. დაასკვნეს, რომ ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ დარვინი მართალი იყო როდესაც ამბობდა, რომ ინდივიდთა ნიშანთვისებების ჩამოყალიბებაზე, გარემოსთან შეგუებაზე მოქმედებს ის გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება.


четверг, 6 июня 2013 г.

მათემატიკა-კომპიუტერით


2013 წლის 7 ივნისს მე-2 კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა - ბუკებით.პედაგოგები:
მაია ზაზიკაშვილი,თინათინ ხუციშვილი.
ბავშვებმა აჩვენეს საუკეთესო ცოდნა მათემატიკაში,ანგარიშობდნენ სწრაფადდა სწორედ . ადგენდნენ ამოცანებს და გამოსახულების შედგენით ხსნიდნენ. გეომეტრიაში ისაუბრეს ფიგურებზე მათ მსგავსებასა და განსხვავებებზე.შემდეგ ბუკებში გადმოიტანეს ავტოფიგურები გააფერადეს და ფიგურებით ნახატები შექმნეს.საყვარელ დამრიგებელს
განსხვავებული ფიგურა "გული" დაუხატეს და შიგ წარწერები გაუკეთეს.ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობდნენ რვეულებში და ბუკებში. გაკვეთილის ბოლოს მოხდა მათი შეფასება. სკოლის დირექტორმა და დამსწრე პედაგოგებმა წარმატება და წინსვლა უსურვეს პატარებს . სლაიდ-შოუ
.

საქართველოა მისთვის წვიმაც, ქარიც და ყინვაც....

2013წლის 7 ივნისს მე-2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში პედაგოგი  ციცო ჭარბაძე.გაკვეთილის თემა იყო "საქართველოა მისთვის წვიმაც, ქარიც და ყინვაც.."
მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს დიდი მეფეები და მათ სახელთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი წარმატებები.ასევე წარმოადგინეს ფილმი სილხან-საბა ორბელიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. წაიკითხეს მუხრან მაჭავარიანის უკვდავი ლექსები. პედაგოგმა ცისანა  ჭარბაძემ და მისმა მოსწავლეებმა
არაჩვეულებრივი მხატვრული ოსტატობით მოახდინეს ინსცენირება ლექსისა "საბა"რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აზრი გამოთქვეს სკოლის დირექტორმა სასწავლო ნაწილის გამგემ, კოლეგებმა და მშობლებმა.ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ პატარა აღსაზრდელებს. 

ანო და ვანო

2013 წლის 20 მაისს  I კლასში ხელმძღვანელი ლიკა ნარჩემაშვილი ჩატარდა სპექტაკლი "ანო და ვანოს თავგადასავალი". პირველ კლასელებს დაეხმარა რამდენიმე მე-5 კლასის მოსწავლე.სპექტაკლის მიხედვით სიკეთემ სძლია ბოროტებას.ეს სპექტაკლი
ემსახურებოდა წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვიძებას მოსწავლეებში. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის.

გამოთხოვება ანბანთან

2013 წლის 17 მაისს 1 კლასში ჩატარდა კლასის საათი-"ვემშვიდობებით ანბანს" ხელმძღვანელი:
ირმა მაისურაძე. ღონისძიებაზე
ბავშვებმა წარმოთვეს ლექსები და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები ქართულ ანბანზე
იმღერეს სიმღერა დედაენაზე,ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს,გაიხსენეს მისი წარმოშობა.
პირველკლასელებმა ქართულ ანბანთან ერთად შეისწავლეს ინგლისური ანბანიც,ამიტომ
ბავშვებმა იმღერეს ინგლისური საანბანო სიმღერა და სიმღერა თვლაზე.კლასის
საათს ესწრებოდნენ მშობლები და დირექციის წარმომადგენლები . კლასის საათმა წარმატებით
ჩაიარა.  20 მაისს მოვაწყვეთ ექსკურსია მცხეთის შემოგარენში.დავათვალიერეთ ჯვრის
მონასტერი,დედათა მონასტერი და სვეტიცხოველი.

მუსიკა სულის სიმღერაა.

2013 წლის 6 ივნისს მე-3 კლასში ხელმძღვანელი- ნელი თევზაძე ჩატარდა ღია გაკვეთილი მუსიკაში.      "მუსიკა სულის სიმღერაა"
გაკვეთილზე მოხდა ხალხური და კლასიკური მუსიკის შერწყმა. მასალა ნასწავლი სიმღერებით აეწყო. ბავშვებმა ნახეს და განიხილეს  პ.ჩაიკოვსკის"გედების ტბა" ზ.ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი". მოხდა ბალეტისა და ოპერის განსხვავების წარმოდგენა.ოთახს შტრაუსის "ვალსი" მოედო  მოისმინეს ბახის-"ავემარია", მოცარტის "ფიგარო", ბეტჰოვენის -"მთვარის სონატა".ჩატარდა ჯგუფური მუშაობა .ყვავილის ჯადოსნურ ფურცლებში ჩაწერეს ის სიტყვები, რომლებიც მუსიკას მოაგონებდათ.შეჯამდა წლის განვლილი მასალა.
  

სასწავლო ექსკურსია ზოოპარკში

2013 წლის 28 მაისს მე-2 კლასში პედაგოგი ციცო ჭარბაძე მოეწყო სასწავლო ექსკურსია ზოოპარკში .ბავშვები გაეცნენ ცხოველებისა და ფრინველების ზნე-ჩვეულებებს, ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე,წითელ წიგნში შესულ ცხოველებზე და მათი გადარჩენის გზებზე. ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო სურათები და კარგად გაერთნენ. 

თამარ მეფე

2013 წელის 22 მაისს მე-3 კლასში ჩატარდა კლასის საათი " თამარ მეფე" ბავშვებმა ისაუბრეს თამარის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა.ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები  და მშობლები. 2013 წელი თამარის წლად გამოცხადდა და ეს ღონისძიება მის საპატივსაცემოდ გაიმართა.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე