четверг, 15 мая 2014 г.

გამარჯვებული კონფერენციაში

ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე-ვერიკო კუპრავამ  მონაწილეობა მიიღო 69 შემოქმედებით კონფერენციაში. მისი თემა იყო -"სოხუმი", რომელშიც მან  მე-2 ხარისხის
დიპლომი დაიმსახურა, ხოლო მის პედაგოგს მიმოზა მაისურაძეს გამოეცხადა მადლობა კონფერენციაში მისი მოსწავლეების აქტიური მონაწილეობისათვის.

მაძიებლის გაკვეთილი გეოგრაფიაში

2014 წლის  15 მაისს მე-7 ბ კლასში გეოგრაფიაში ჩატარდა-პედაგოგ მენტორის მიმოზა მაისურაძის მაძიებლის სამოდელო გაკვეთილი თემაზე  "ტურიზმი". გაკვეთილს ესწრებოდნენ მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ,მაძიებლის პროგრამის
კოორდინატორი ქ-ნი ეკა მამაცაშვილი, სკოლის დირექტორიდა პედაგოგები.
გაკვეთილი ჩატარდა ე.ს.გ.-ზე დაყრდნობით და ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.

გაკვეთილი მეტად საინტერესო  და შემეცნებითი გამოვიდა.გაკვეთილს  მაღალი შეფასება მიეცა. იხილეთ ვიდეო:
.https://www.youtube.com/watch?v=UXcJz48w_4Q&feature=youtu.be

ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული

2014 წლის 7-14 აპრილს ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის დღეს 14 აპრილს.ამასთან დაკავშირებით ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:
7 აპრილი:  მე-7 ა კლასში ნანა ქავთარაძემ ჩაატარა თავისუფალი გაკვეთილი            რომელიც მიეძღვნა ხარებას (სარწმუნოებას-7.04)
9 აპრილს:  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულებს.
14 აპრილს: ქართულ ენას.
8 აპრილს : მე-9 გ კლასში ნანა კაპატაძემ ჩაატარა გაკვეთილი -ღონისძიება:                     " თანამედროვე ქართული პოეზია ". მოსწავლეებმა დამსწრეთ გააცნეს XXI  საუკუნის პოეტების შემოქმედება და გაანალიზეს თავიანთ მიერ შერჩეული ლექსები.
 10 აპრილს:
 მე-5 კლასში ეთერ  ხუციშვილმა ჩაატარა ღია კაკვეთილი ქართულ ენაში არსებითი და ზედსართავი სახელები. კლასი დაყოფილი იყო 5 ჯგუფად - მასალა შეჩეული იყო ჯგუფური მუშაობისათვის.
10 აპრილს:მე-9 კლასში ნანა ქავთარაძემ ჩაატარა გაკვეთილი- სემინარი : სიმბოლიზმი.
  მოსწავლეებს მოძიებული და დამუშავებული ჰქონდათ მასალა ზოგადად                            სიმბოლიზმის შესახებ, ქართველ სიმბოლიზმზე, "ცისფერყანწელებზე"-                                ქართველი სიმბოლისტების ლექსები წარმოადგინეს და გააანალიზეს -                                  დაუკავშირეს ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას.
11 აპრილს: მე-9 ბ და მე-9 გ კლასების მონაწილეობით ნინო და ელზა კოვზირიძეებმა
ჩაატარეს ვიქტორინა : როგორ ვიცით ძველი ქართული ლიტერატურა. ორი ჯგუფი ეჯიბრებოდა ერთმანეთს ნაწარმოებების ცოდნაში,პასუხობდნენ ერთმანეთის კითხვებს,
აგრეთვე მასწავლებლების შეთავაზებულ სახალისო კითხვებს, მსჯელობდნენ პერსონაჟებისა და პრობლემების შესახებ. მათ აფასებდა ჟიური.
14 აპრილს: მე-9 ა კლასში ციალა ვარსემაშვილმა და ლია ბეკოშვილმა ჩაატარეს ღონისძიება: "მამული,  ენა და სარწმუნოება"-წარმოადგინეს ლექსები ქართული ენის შესახებ, ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, ისაუბრეს გმირებზე,რომლებმაც თავი შესწირეს მამულსა და სარწმუნოების დაცვას.ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალურად.


საბუნებისმეტყველო საგანთა კვირეული

2014 წლის 13 მაისიდან 16 მაისამდე სკოლაში მიმდინარეობდა საბუნებისმეტყველო საგანთა კვირეული.კვირეულის დღეებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები.
13 მაისს: 
მე-7 კლასში პედაგოგი ციური უგრეხელიძე- ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმცოდნეობაში. თემა-"ფარულთესლოვან მცენარეთა გამრავლება".

13 მაისს: ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე "გაიცანი ჩემი რაიონი".

პროექტის ავტორები: თორნიკე ძიძიშვილი, მარიამ ბიზიკაშვილი, მარიამ კალატოზიშვილი.
ფასილიტატორი- მანანა ბერიკაშვილი- ბიოლოგიის მასწავლებელი და თინათინ ხუციშვილი- ისტ-ის პედაგოგი.
ბავშვებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი პროექტი და ისაუბრეს მის შესახებ.ასევე წარმოადგინეს ბლოგი რომელიც ასახავს ამ თემას :
"გაიცანი ჩემი რაიონი"
14 მაისს: ჩატარდა ინტეგრირებული ღია გაკვეთილი-ქიმია ,ფიზიკაში.
პედაგოგები: იზოლდა ხაჭაპურიძე, დარეჯან სიხარულიძე.განხილული იყო შემდეგი საკითხები:
ატომის აღნაგობის დაკავშირება მის ადგილმდებარეობასთან პერიოდულ სისტემაში.
ჟანგვა-აღდგენის პროცესების შესწავლა ელექტროლიზის მოვლენით.ქიმიური წონასწორობისა და გადახრის მიმართულების განჭვრეტა. ქიმიური ელემენტის მაგნიუმის და მისი ნაერთების დახასიათება.

15 მაისს :მე-10 კლასებში ჩატარდა ვიქრორინა ქიმიაში.პედაგოგი იზოლდა ხაჭაპურიძე.
ვიქტორინას ესწრებოდა სასწავლო ნაწილის გამგე:დირარი როგავა, კათედრის გამგე:
მანანა ბერიკაშვილი და სხვა პედაგოგები.ვიქტორინა მეტად ხალისიანად და შემეცნებითად მიმდინარეობდა
კვირეულის დღეებში ჩატარებული მუშაობა შეფასდა დადებითად.

კონფერენციის გამარჯვებულები

2014 წლის მაისში თბილისში ,  მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა 68-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია. კონფერენციაში წარმატებულად მონაწილეობისათვის ჩვენი სკოლის   I X-X  კლასის მოსწავლეები:
1.მარიამ მესხი
2.ანა სისაური
3.ნათია იმნაძე
4.მარიამ ქებურია
5.თამარ ნოზაძე
6.სალომე ნოზაძე
7.ნია ჩერქეზია
სსიპ საქართველოს მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქ. ფეიქრიშვილმა და ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის  (ბიოლოგიის) საქციის თანამშრომლებმა:  ია გოდერძიშვილმა, ხათუნა შალიკაშვილმა,მარინა კუჭავამ, მარინა აკიშბაიამ  დააჯილდოვეს დიპლომებით, ხოლო მათ ფასილიტატორს-მანანა ბერიკაშვილს  გადაეცა მადლობის ფურცელი  აღნიშნულ სექციაში გაწეული მუშაობისათვის.
ვუსურვოთ ახალგაზრდებს მომავალ მუშაობაში წინსვლა და წარმატებები.

                              ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამარჯვებულები:
1.მარიამ ქერდიკაშვილი-პირველი ხარისხის დიპლომი (მასწ.ე ხუციშვილი)
2.სოფო მეტრეველი-მეორე ხარისხის დიპლომი  (მასწ. ნ.ქავთარაძე)

                               სიგელები  დაიმსახურეს:
1.გიორგი სიქტურაშვილი
2.ემზარ ელიზბარაშვილი
3.მარიამ კობერიძე
4.ლ. კახაბრიშვილი
5.მერი შავლუხაშვილი
6.ალა მამარიანი
7.ნანა პაპუაშვილი
მოსწავლეთა სასახლემ მადლობის ფურცლებით დააჯილდოვა მასწავლებლები:ნანა ქავთარაძე, ეთერ ხუციშვილი,ელზა კოვზირიძე  კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის.




დაიცავი ბუნება

2014 წლის 2 აპრილს ჩვენი სკოლის ადმინისტრაციის და პედკოლექტივის ინიციატივით მოეწყო ღონისძიება "დაიცავი ბუნება".  ბავშვებმა კლასის დამრიგებლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სკოლის დასუფთავების ღონისძიებაში, რომელიც ხეების დარგვით დაგვირგვინდა. დავრგეთ 50  ძირზე მეტი კიპარისი და სხვა ჯიშის ხე.  ღონისძიებამ მეტად ხალისიანად ჩაიარა.ბავშვები დიდი ენთუზიაზმით თხრიდნენ მიწას და რწყავდნენ მათ მიერ დარგულ ხეებს..

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე