четверг, 25 декабря 2014 г.

იმპრესიონიზმი











 24 დეკემბერს მე-8 კლასში პედაგოგ ეთერ სულხანიშვილისა და თინათინ ხუციშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნება -ისტ .თემაზე პეიზაჟი  -კლოდ მონეს შემოქმედებაში.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეების მხრიდან სხვადასხვა ტიპის პეიზაჟის სივრცის გადმოცემის ხერხების გაანალიზება, სტილისა და ეპოქალური ნიშნის ამოცნობა, დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების შემოქმედებითად გადმოცემა და სივრცის ასახვა, რასაც ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი.
ბავშვებისათვის მოწყობილ იმპრესიონისტთა მინი გამოფენაზე მათ უშეცდომოდ შეძლეს
მონეს და სხვა მხატვრთა ნახატების ამოცნობა. არგუმენტირებულად იმსჯელეს მხატვრის სტილის ამოცნობისას.
გაკვეთილზე ნაჩვენები იყო  კლოდ მონეს ბაღის სლაიდები არაჩვეულებრივი ყვავილებითა და ულამაზესი დუმფარებით ასევე ვიდეო ჟივერნის სახლ-მუზეუმის ილუსტრაციებით.
ბოლოს მოსწავლეებმა,  მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე შეძლეს კომპიუტერზე შეესრულებინათ   სასურველი ნახატი, რაც მშვენივრად განახორციელეს.(აღნიშნული ნახატები მოცემულია მარჯვენა კოლონაში "იმპრესიონისტები-კომპიუტერზე".)




იხილეთ ვიდეო: შეფასება



ახალი წელი მსოფლიოში

2014 წლის 21 დეკემბერს მე-6 ბ კლასში პედაგოგ ლალი კაპანაძის ხელმძღვანელობით მოეწყო ღონისძიება- " ახალი წელი მსოფლიოში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში".

среда, 10 декабря 2014 г.

"არა ძალადობას"


2014   წლის 9 დეკემბერს ჩვენ სკოლაში ჩატარდა ღონისძიება  "არა ძალოდობას".
ღონისძიება ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობით.შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს აჩვენეს საინტერესო ვიდეო რგოლები ამ საკითხთან დაკავშირებით. გაიმართა დისკუსია, დაისვა  მრავალი კითხვა მოსწავლეების მხრიდან.  კითხვები ძირითადად ეხებოდა პრევენციულ ზომებს ძალადობის  შემთხვევებში.პრეზენტატორების მხრიდან იყო კომპეტენტური პასუხები.ღონისძიებამ მეტად საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.

вторник, 9 декабря 2014 г.

მიზნობრივი ექსკურსია საგურამოში

მიზნობრივი ექსკურსია
სკოლაში ნოემბრის ბოლო კვირას ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული.ამასთან დაკავშირებით მე-7 ბ კლასაში მოეწყო სასწავლო ექსკურსია
საგურამოში, რომელიც ილია ჭავჭავაძის 177 წლისთავს მიეძღვნა.
კლასი გაეცნო ,შეისწავლა ილიას ცხოვრება და შემოქმედება.მოსწავლეებმა გააფორმეს გაზეთი-"მამულო,საყვარელო,შენ როსღა აყვავდები?"
ასე მომზადებულები წავედით საგურამოში,სადაც კიდევ ერთხელ პატივი მივაგეთ ამ
სასიქადულო მამულიშვილს, რომელიც მართლაც იმსახურებს,რომ მისი სახელი იყოს უკვდავი


"პირისპირ"-რევაზ ინანიშვილი


2014 წლის   13 ნოემბერს მე-8 კლასის  განაყოფში  ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე "პირისპირ"-რევაზ ინანიშვილის მიხედვით.
გაკვეთილი დაიწყო მასწავლებლის შესავალი სიტყვით ,რომელიც მიეძღვნა 100000
ქართველი მოწამის ხსენების დღეს -13 ნოემბერს. შემდეგ მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერალ რ.ინანიშვილის ბიოგრაფია,იმსჯელეს , თუ როგორ აისახა ჩვენი ქვეყნის ძნელბედობის ხანა მწერალ რეზო ინანიშვილის  ოჯახის ცხოვრებასა და თვითონ მწერლის შემოქმედებაზე ორი -ნოველის "წიგნი" და "პატარა ბიჭი გოლგოთაზე" მიხედვით. ისაუბრეს იმ ბოროტებაზე,რომელმაც ქვეყანაში დაისადგურა,
გააანალიზეს მოვლენები და დაასკვნეს, რომ ადამიანები,აღმოჩნდებიან  რა ცხოვრების სირთულეების პირისპირ, აკეთებენ არჩევანს (მართებულს ან არამართებულს ) და ყალიბდებიან  ქვეყნის სასარგებლო  ან უსარგებლო ადამიანებად.მოსწავლეებმა დღევანდელობასთანაც გაავლეს პარალელი.

воскресенье, 7 декабря 2014 г.

აივ ინფექცია-შიდსის პროფილაქტიკა

2014  წლის 5 დეკემბერს სკოლაში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე :"აივ-ინფექცია"
(მასწავლებელი მანანა ბერიკაშვილი), რომელიც მიეძღვნა მსოფლიოში შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის დღეებს
 1-5 დეკემბერს.
 პრეზენტაციაზე რეფერატები წარმოადგინეს  მე-10 კლასის მოსწავლეებმა.მოზარდების მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
ბავშვებმა აღნიშნეს , რომ აივ-ვირუსის ინფექციის წყაროს წარმოადგენს აივ ინფიცირებული, ან შიდსით დაავადრბული ადამიანი დაავადების ნებისმიერ სტადიაში, როგორც უსიმპტომო პერიოდში, ასევე კლინიკური  სურათის  გაშლის შემთხვევაში.
გაიმართა დისკუსია , რომლის შედეგად მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნა, რომ საზოგადოებამ ბრძოლა უნდა გამოუცხადოს არა შიდსით დაავადებულებს , არამედ აივ-ინფექციის გავრცელების მიზეზს.

წმინდანები

ამა წლის 27 ნოემბერს  მე-6 კლასში- პედაგოგი ეთერ ხუციშვილი- ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: "ქართველ წმინდანთა ცხოვრება" (წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით) 29 მოსწავლე დაიყო   4 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს ჰქონდა დავალება, ჰყავდათ არჩეული პრეზენტატორი.  I-ჯგუფმა შეისწავლა "წმინდა გიორგის ცხოვფრება" ,    II- ჯგუფმა-"წმინდა ნინოს ვხოვრება" ,    III -ჯგუფმა "ყოვლადწმინდა მარიამის",   IV-ჯგუფმა კი "წმინდა  თამარი" .ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დავალებების შესრულებას . თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა კედლის გაზეთი,შქმნეს სლაიდშოუ აღნიშნულ თემებზე.წმინდანების ცხოვრების შესწავლამ, ბავშვებს გაუძლიერა  ჩვენი მშობლიური მიწის სიყვარული.
მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს სამი ღვთაებრივი საუნჯის: "მამული ,ენა , სარწმუნოება" დაცვა -გაფრთხილება.
ჯგუფურმა მუშაობამ, აზრთა ურთიერთგაზიარებამ ბავშვები უფრო მეტად დაამეგობრა
იხ.  ვიდეო


https://drive.google.com/file/d/0B08xqpVAZMgCUS1kTG1nMWEtazA/view?usp=sharing













суббота, 6 декабря 2014 г.

"მოგზაურობა აფრიკაში"

2014 წლის 25 ნოემბერს მე-9 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე : ნუგზარ შატაიძის მოთხრობა "მოგზაურობა აფრიკაში" და ამ ნაწარმოების მიხედვით გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებული ფილმი "გაღმა ნაპირო". გაკვეთილს ესწრებოდა 15 მოსწავლე.მათ მოამზადეს კედლის გაზეთი სათაურით:  " დამთავდა ომი,გეშინოდეთ მშვიდობის"
ეს ბერნოლტ ბრეხტის ცნობილი სიტყვებია  "კავკასიური ცარცის წრიდან".
გაკვეთილის მიზანი იყო ომის შედეგების ჩვენება- როგორ ცდილობს აფხაზეთიდან ლტოლვილი პატარა ბიჭი საკუთარი ცხოვრების მოწყობას და როგორ იღუპება საკუთარი თავის  ძიებაში. გაკვეთილზე ნაჩვენები იყო  ფრაგმენტები ფილმიდან "გაღმა
ნაპირი". დამსწრეებს შევახსენეთ ნაწარმოების შინაარსი  და ვიმსჯელეთ თითოეულ საკითხზე.

იხილეთ ვიდეო:

 https://drive.google.com/file/d/0B08xqpVAZMgCWnNZRGpUUER6cEE/view?usp=sharing

вторник, 2 декабря 2014 г.

ებოლას ვირუსი

27 ნოემბერს მე-10 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მანანა ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პრეზენტაცია "ებოლას ვირუსი".მათ ისაუბრეს ამ ვირუსის შესახებ. განიხილეს მოძიებული მასალები, ასევე  განიხილეს ინფექციური დაავადების -ებოლას ციებ-ცხელების გავრცელების საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია ,  სადაც ბავშვებმა აზრი გამოთქვეს აღნიშნული დაავადების  ლეტალური შედეგების შემცირებისა და თავიდან აცილების  შესახებ.

იხილეთ პრეზენტაცია გ. გოგინავას ავტორობით.


понедельник, 1 декабря 2014 г.

გენეტიკური დაავადებები

2014წლის 19 ნოემბერს  მე-9 კლასში ჩატარდა გაკვეთილი-დისკუსია "გენეტიკური დაავადებები". პედაგოგი მანანა ბერიკაშვილი.
მოსწავლეებმა მოძიებული  ინფორმაციის საფუძველზე დაადგინეს გენეტიკური -დაავადების-ჰემოფილიის, ალბინიზმის და სხვათა შთამომავლობაში გადაცემის სავარაუდო მაჩვენებლები, იმსჯელეს მომავალი თაობის ნიშან-თვისებთა წინასწარ
განსაზღვრის შესაძლებლობაზე და მნიშვნელობაზე.მიღებული ცოდნა  მოსწავლეებს
დაეხმარება სქესის გენეტიკასთან და მედიცინასთან კავშირის დამყარებაში.ბავშვებს
გაუჩნდათ პირადი გენეტიკის შესწავლის მოტივაცია.

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე