среда, 14 июня 2017 г.

გასვლითი გაკვეთილი მცხეთაში

2017 წლის 11 ივნისს მე-2 ბ კლასში (ხელმძღვანელი მზევინარ ჩაფიძე) ჩაატარა სასწავლო ექსკურსია 

пятница, 9 июня 2017 г.

"ყვავილთა სურნელი"

III-ა კლასში (ხელმძღვანელი- ნელი თევზაძე) 2017 წლის 31 მაისს ჩატარდა სასწავლო ღონისძიება: "ყვავილთა სურნელი" ამ ღონისძიების მიზანინ იყო : გაგვეცნო მინდვრის ყვავილების მნიშვნელობა, მათი სამკურნალო თვისებები, სილამაზე,  რომელიც გადმოიცა "სლაიდშოუთი"" მინდვრის სილამაზე" და ინსცენირებაში: " მინდვრის დედოფლები" 

"ანბანთქება"


2017 წლის 23 მაისს I-გ კლასში ( პედაგოგი ია დავითულიანი) ჩატარდა ღონისძიება "ანბანთქება" . მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი  მწერლების  და პოეტების ლექსები და ამონარიდები მოთხრობებიდან სამშობლოზე, დედაზე. მოეფერენ ქართულ ანბანს სიმღერებით. ღონისძიება მხიარულად წარიმართა. მონაწილეები , მათი მშობლები და დირექციის წარმომადგენლები კმაყოფილები დარჩნენ.

вторник, 6 июня 2017 г.

იაკობ გოგებაშვილი

 ა.წ. 27 მაისს  პატარებთან ერთად ვესტუმრეთ  იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმს.  შემდეგ გადავინაცვლეთ უფლისციხის სანახავად,  სადაც მოსწავლეები გაეცნენ მის ისტორიულ წარსულს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს მ. ლებანიძის ლექსი „უფლის ციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი.“და სხვა პოეტების ლექსები. ექსკურსია მეტად შინაარსიანი და სახალისო იყო.

ღია გაკვეთილი

საინტერესო იყო 11მაისს ჩატარებული ქართული ენის გაკვეთილი, რომელიც აგებული იყო ბლუმის ტაქსონომიის საფუძველზე: ცოდნა-გაგება- გამოყენება-ანალიზი და სინთეზი. 

ვხატავთ ასოებს


    27 აპრილს მე-2 გ კლასში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი „ჩვენ ვხატავთ ასოებს“. ბავშვებმა წაიკითხეს: ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, ილიასა და აკაკის ლექსები. ისაუბრეს ფარნავაზ მეფის როლზე, ქართული ანბანის შექმნისთან დაკავშირებით,  გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი პირველი საკითხავი წიგნის შექმნის საქმეში.დასასრულს დიდი ფორმატით მოხაზეს და გააფერადეს ასოები. წაიკითხეს ლექსი „ჩვენი ენა ქართული“.  (პედაგოგი-ცისანა ჭარბაძე)

თოჯინების მეჯლისი



2017 წლის 7აპრილს  მე-2 გ კლასში ჩატარდა ხელოვნების სახალისო გაკვეთილი. სადაც მოსწაავლებმა თავიანთი  ხელით დამზადებული თოჯინებით გაითამაშეს სპექტაკლი „თოჯინების მეჯლისი“. ბოლოს ბავშვებმა მოახდინეს ურთიერთშეფასება და მოისმინეს მასწავლებლის კომენტარები. გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.


მუზეუმში


27 მარტს მოეწყო ექსკურსია „გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების მუზეუმში“-ესთეთიკური აღზრდის მიზნით. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელნაკეთი ნივთები,  სახვითი ხელოვნების ნიმუშები და მრავალი საინტერესო ნაკეთობა. ნახეს ანიმაციური ფილმი „ბომბორა“, მოხატეს და გააცოცხლეს ზღაპრის გმირები. ბავშვებმა დიდი სიამოვნება მიიღეს.

"გაზაფხული დედაა"


ამა წლის 10 მარტს ჩატარებული იქნა ღია გაკვეთილი თემაზე „გაზაფხული დედაა-დედა გაზაფხულია“. ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები და მშობლები. მოსწავლეებმა დედებს მიულოცეს გაზაფხულის შემობრძანება და მიუძღვნეს მათთვის შექმნილი სტროფები. დასასრულს შესრულდა სიმღეა „იავნანა“.



понедельник, 5 июня 2017 г.

ექსკურსია საგურამოში

ა.წ 2 ივნისს მე-2 ა კლასში ჩატარდა ექსკურსია საგურამოში თემაზე "დიდი ილია" მაია ზაზიკაშვილის  ხელმძღვანელობით.

მწვანე გაკვეთილი

2017 წლის 30 მაისს მე-2 ა კლასში (პედაგოგი მაია ზაზიკაშვილი) ჩატარდა გაკვეთილი-პროექტი ", მწვანე გაკვეთილი" 

четверг, 1 июня 2017 г.

წიგნიერების მნიშვნელობა

 

ა.წ. 22 მაისს მე-2 კლასში (პედაგოგი მზევინარ ჩაფიძე ) ჩატარდა ღონისძიება  თემაზე "წიგნიერების მნიშვნელობა და სიყვარული".
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები,  სკოლის პედაგოგები.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა წიგნზე, ზღაპრებზე, მითებზე, წაკითხულ მოთხრობებზე. მათ დაასახელეს საყვარელი მწერლები: ი. გოგებაშვილი, ვ. ფშაველა,ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი , რ.ინანიშვილი , მ. ლებანიძე, ა. კალანდაძე, შ. ნიშნიანიძე და სხვები. ისაუბრეს საზღვარგარეთის მწერლებზეც. აღნიშნეს ვის რომელი წიგნი და ლექსი ჰქონდა წაკითხული , გაუზიარეს ერთმანეთს აზრები. ჩატარდა ვიქტორინა. მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს "იკითხონ წიგნები".

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე