четверг, 26 июля 2012 г.

ღია გაკვეთილი ისტ-ში


2012 წლის 11 ივნისს მე-6 კლასში  (პედაგოგი თინათინ
ხუციშვილი)  ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი ისტ-ში.
მოსწავლეებმა შეაჯამეს მთელი წლის ცოდნა . წარმოადგინეს
წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევრები-პორტფოლიო , შეაფასეს
 ერთმანეთი, საუკეთესოები აჩვენეს მონიტორზე. დამსწრე
 საზოგადოებამ ერთხმად აღიარა ბავშვების დიდი ცოდნა და
ენთუზიაზმი  ისტ-ის გამოყენებაში, როგორც სასწავლო პროცესში
 ასევე სხვა საჭიროებებში.მიუხედავად იმისა, რომ  მათ
დაამთავრეს ისტ-ის სწავლა  აღნიშნეს,  რომ კომპიუტერული
კლასის ხშირი სტუმრები იქნებიან მომავალშიც.


კონფერენციაში წარმატებულნი


მაისის თვეში, ქალაქ თბილისში,მოსწავლე-ახალგაზრდობის
 სასახლეში ჩატარდა 66- რესპუბლიკური სასწავლო -
შემოქმედებითი კონფერენცია, სადაც აქტუალური თემებით
 წარდგნენ 160- საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები:
1. ფორჩხიძე ანი
2. გოგია თეა
3. ნადირაძე თეონა
4. ხარშილაძე საბა
5. მჭედლიშვილი მიშა
6. დუნდუა ანი

სასახლის თანამშრომლებმა, ნამუშევრების რეცენზენტებმა, .-მა
რუსუდან ლომთათიძემ და . -ნმა მზია კერვალიშვილმა
დადებითად შეაფასეს ახალგაზრდების ნამუშევრები
.
მოსწავლეებს სასახლის დირექტორმა .-მა . მეღვინიშვილმა
ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის (ბიოლოგიის) სექციაში
მონაწილეობისთვის გადასცა სიგელები, ხოლო მათ
 ხელმძღვანელს, ბიოლოგიის პედაგოგს,მანანა ბერიკაშვილს
 გადაეცა მადლობის ფურცელი აღნიშნულ სექციაში
 გაწეული მუშაობისთვის.ვუსურვოთ პატარა ავტორებს
 მომავალში წარმატებები და წინსვლა მეცნიერებათა სამყაროში.

საქართველოს მუზეუმი

                                       
2012 წლის 6 ივნისს ხელოვნების მოყვარულთა კლუბის წევრები
ვიყავით საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ფერწერის
 ნაქარგობის და ქსოვილების სარესტავრაციო სახელოსნოში,
სადაც რესტავრატორებმა გვაჩვენეს რესტავრაციის პროცესი
და აგვიხსნეს მათი მუშაობის პრინციპი.

სიყვარული და ხელოვნება

                                   სიყვარული და ხელოვნება

2012 წლის 4 ივნისს  ხელოვნების მოყვარულთა  კლუბმა სკოლის
 თვითმმართველობასთან ერთად ჩაატარა საღამო "სიყვარული
და ხელოვნება". მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა
 წარმოგვიდგინეს ინფორმაცია ცნობილი  დიდი  მხატვრების
 სიყვარულზე და ამ მხატვართადიდი სიყვარულით შექმნილი
 ნაწარმოებები.ვისაუბრეთ ამადეო მოდილიანისა და ჟანას ,
 სალვადორ დალისა და გალას, პაბლო პიკასოს სხვადასხვა
სიყვარულზე და ნიკო ფიროსმანისა და აქტრისა მარგარიტას
სიყვარულზე.საუბრის პარალელურად მიდიოდა ნაწარმოებთა
 ჩვენება ყველა კომპიუტერის ეკრანზე და მონიტორზე მუსიკის
 თანხლებით.საღამოზე მოწვეულმა სტუმარმა -საქართველოს
 ეროვნული მუზეუმის აკად. შ.ამირანაშვილის ხელოვნების
 მუზეუმის ხელნაწერთა  და მემუარული ფონდის უფროსმა
 კურატორმა , ხელოვნებათმცოდნეობისდოქტორმა ნ. გოგელიამ
 მოგვაწოდა ინფორმაცია აქტრისა მარგარიტასშესახებ-1968 წელს
 პარიზში , ფიროსმანის გამოფენაზე მობრძანდა ქალბატონი
 გაჩერდა მარგარიტას პორტრეტთან და განაცხადა, რომ
თავად იყო აქტრისა მარგარიტა. ქალბატონს ფოტოც გადაუღეს.
 ფოტო აკად. შ.ამირანაშვილის არქივშია დაცული.სწორედ ეს
 ფოტო წარმოადგინა ქ-მა ნანამ საინტერესო ინფორმაციასთან
 ერთად.შემდეგ მოსწავლეებმა საღამო გაამდიდრეს ქართული
 პოეზიისა და ფოლკლორის ნიმუშებით.საღამოს კიდევ ერთმა
 სტუმარმა ჯეოსტარისგამარჯვებულმა თინა ჭულუხიძემ
 გვიმღერა ქართული ხალხური სიმღერები.მოსწავლეებმა
 საღამო დაასრულეს პატრიარქის საგალობლითდა რწმენით,
რომ სიყვარული დიდი ნიჭია და ყველაფერი გენიალური და
 მნიშვნელოვანი სიყვარულით იქმნება.

პატრიარქის სამოსი

                                    

2012 წლის 22 მაისს  ხელოვნების მოყვარულთა კლუბის წევრები
და მე-6 კლასის მოსწავლეები ვესტუმრეთ სახელოსნო "შროშანს"
რომლის ხელმძღვანელი  ქ-ნი მარინა წიკლაური აქარგვინებს
სამოსს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისათვის.
სახელოსნოში შევხვდით მქარგველებს , მათ ხელმძღვანელს ქ-ნ
 ეთერ უროტაძეს , მათ კონსულტანტს -ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორს ი.მელიქიშვილს. მქარგველებმა ჩვენთვის "მასტერ
 კლასი"მოაწყვეს და ქართული ნაქარგობის მრავალფეროვანი
 ტექნიკის ნიმუშები წარმოადგინეს - ჩვენს თვალწინ მცირე
 მონაკვეთები მოქარგეს. ბავშვებმა აღნიშნეს,  რომ მათ
 ცხოვრებაში ეს დღე ერთ-ერთი უბედნიერესი დღე იყო.

ქურთების კულტურა ხელოვნების მუზეუმში

                  


2012 წლის 4 აპრილს ხელოვნების მოყვარულთა კლუბის წევრები
ვიყავით საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გამოფენაზე
"ქურთების მატერიალური კულტურა საქართველოს ეროვნული
მუზეუმის კოლექციაში".

მუზეუმში

 27 ნოემბერს  Მე-5 ა კლასი ეწვია გასართობ-შემეცნებითი ვიზიტით ილუზიების მუზეუმს Დამრიგებელი : ნინო კოვზირიძე